LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტროსადგური „გურამიშვილი“ რეაბილიტაციის დაუსრულებლობის მიუხედავად, მომავალ კვირაში გაიხსნება

97

მიუხედავად იმისა, რომ მეტროსადგური „გურამიშვილის“ სრული რეაბილიტაცია არ დასრულებულა, ის მგზავრებს მომავალი კვირიდან მოემსახურება. როგორც „ფორტუნას“ სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, გარკვეული ტიპის სამუშაოები დასრულებულია, თუმცა სარემონტო სამუშაოების ნაწილი, ღამის საათებში გადაინაცვლებს, რათა მგზავრებს შეფერხება არ ჰქონდეთ.

„სამუშაოები, რომელიც შესაძლებელი იყო რომ ჩვენ დაგვესრულებინა, გარკვეული მიზეზების გამო დროში გაიწელა. ერთი ის, რომ მასობრივი რეაბილიტაციისთვის იყო დაკეტილი და მერე დაემთხვა მასობრივი ექსპერტიზა და შემოწმების პროცედურები. გარკვეული ტიპის სამუშაოები, როგორიცაა ზედა ვესტიბიული და დახრილი გვირაბი, დასრულებულია. ახლა, ამ დღეებში მიმდინარეობს დასუფთავებითი სამუშაოები.  რემონტის დასრულება მოსაცდელ ბაქანზე ვერ მოხდა. იქ დამატებითი სამუშაოებია  ჩასატარებელი. ოღონდ სარემონტო სამუშაოები იწარმოებს  ღამის საათებში ისე, რომ მგზავრებს ხელი არ შეეშლებათ. მეტროსადგურის გახსნას უახლოეს დღეებში ვგეგმავთ, ალბათ უფრო იქით კვირას,“ – აღნიშნეს სატრანსპორტო კომპანიაში.

შეგახსენებთ, რომ მეტროსადგური “გურამიშვილი” მგზავრებს რამდენიმე თვეა ვერ ემსახურება. თავდაპირველად ის მარტის შუა რიცხვებში უნდა გახსნილიყო, თუმცა შემდეგ დრომ აპრილის ბოლომდე გადაინაცვლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები