LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტროში მოძრაობა სრულად აღდგა

88

თბილისის მეტროში, მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ, მოძრაობა სრულად 15:45 წუთზე აღდგა.

როგორც “ფორტუნას” თბილისის ტრანსპორტის სამსახურში განუცხადეს, მეტროპოლიტენში გადაადგილება ყველა სადგურზე შეუფერხებლად მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, მატარებლის დაჯახების შედეგად, დღეს “დიდუბე-გოცირიძის” დამაკავშირებელ ღია მონაკვეთზე, მამაკაცი გარდაიცვალა.

ამ დრომდე, მეტროში მოძრაობა “ვაგზლის მოედნიდან” მხოლოდ “ვარკეთილის” მიმართულებით იყო შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები