LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუფე პეტრე: “ადამიანი ჯერ უნდა იყო კაცი და მერე სასულიერო პირი”

117

საპატრიარქოს ჭყონდიდის მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას განცხადებით, ადამიანი ჯერ უნდა იყო კაცი და მერე სასულიერო პირი. ამის შესახებ მეუფემ ტელევიზია ”ერთსულოვნების” თანამშრომლებს მიმართა.
”ყველა პროფესიის ადამიანი, რომელი პროფესიისაც უნდა იყოს, ეკონომისტი თუ ჟურნალისტი, ჯერ კაცი უნდა იყოს და შემდეგ იქნება პროფესიაში”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.
წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ტელევიზიის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადააყენეს. მეუფე პეტრე დღეს თანამშრომლებს დაემშვიდობა და ტელეკომპანიიდან საკუთარი ნივთები წაიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები