LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუფე შიო: ჩვენი პატრიარქი, როგორც მოსე წინასწარმეტყველი, 40 წლის განმავლობაში მიუძღვის ჩვენს ერს აღთქმული ქვეყნისკენ

168

ხვალ, 25 დეკემბერს,  ილია მეორის აღსაყდრებიდან 40 წელი სრულდება. ილია მეორის აღსაყდრების ორმოცწლისთავთან დაკავშირებით ისაუბრა ქადაგებისას სამების ტაძარში დღეს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ. მეუფე შიომ პატრიარქი მოსე წინასწარმეტყველს შეადარა.

“ხვალ არის დიდი დღესასწაული ჩვენი ერისა და ეკლესიის – არის 40 წლის იუბილე ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის აღსაყდრებიდან. დღეს კიდევ ერთხელ ვსარგებლობ შემთხვევით და ვულოცავ ჩვენს ძვირფას პატრიარქს ამ დღეს, რამეთუ იგი 40 წლის განმავლობაში და მანამდეც, როდესაც მღვდელმთავარი იყო, მიუძღოდა და მიუძღვის ჩვენს ერს, როგორც მოსე წინასწარმეტყველი, აღთქმული ქვეყნისკენ, უფლისკენ, სწორედ უფლის სიხარულში, უფლის სერობაში მონაწილეობისკენ. ამიტომ ვუსურვოთ დღეგრძელობა, სიხარული, გამარჯვებები და მასთან ერთად მოვესწროთ მრავალ გამარჯვებას ჩვენი ერისა, ეკლესიისა და ჩვენს გამთლიანებას”, – განაცხადა მეუფე შიომ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები