LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუფე შიო: ხალხში განსაკუთრებული სიყვარულია ძველი სტილით ახალი წლისადმი

89

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას მრევლს ახალი წელი მიულოცა.

ხალხში შემორჩენილია მეხსიერება იმ პერიოდისა, როდესაც ახალი წელი აღინიშნებოდა შობის შემდეგ და მთელი ახალი წლის შინაარსი და სიმბოლიკა დატვირთული იყო საშობაო სიხარულით, ეს ახალ წელს სძენდა განსაკუთრებულ ელფერს და საზეიმო განწყობას, რაც ჩვენ გვახსოვს და ამიტომ ამ დღეს ყოველთვის აღვნიშნავთ და დღესაც გილოცავთ დიდი სიხარულით“ –განაცხადა  მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას.

ეკლესია დღეს ასევე ქრისტეს წინადაცვეთის დღესაც აღნიშნავს. მეუფე შიომ მრევლს ეს დღესასწაულიც მიულოცა და თქვა, რომ „ადამიანი ბავშვობიდანვე უნდა ზრუნავდეს თავის სულიერ წინადაცვეთაზე, როგორც ცოდვების მოკვეთაზე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები