LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულს სასამართლომ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

50

მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულს სასამართლომ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. განცხადება ცოტა ხნის მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ი.ჩ. დამნაშავედ სცნო.

მათივე ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 23 იანვარს მამაკაცმა მეუღლეს ქუჩაში, ხალხმრავალ ადგილას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაზარალებულმა მიყენებული დაზიანებებისგან გონება დაკარგა, თუმცა მამაკაცმა მაინც განაგრძო მისი ცემა. პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქალს სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიადგა.

„სამართალდამცველებმა ი.ჩ. 2018 წლის 23 იანვარს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი) წარედგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები