LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუღლისა და სიდედრის ცემაში ბრალდებულ კაცს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

53

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, კაცს, რომელმაც ორი თვის წინ მეუღლესა და მეუღლის დედას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, 1 წლით პატიმრობა შეეფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2017 წლის 3 დეკემბერს მოქალაქემ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს და ამ უკანასკნელის დედას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც მეუღლეს ხელი ჰკრა და იატაკზე წააქცია.

„ბრალდებულმა დანის გამოყენებით, დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. მისი ქმედებით დაშავებულებმა ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადეს და მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა  განუსაზღვრა,“ – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები