LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 244 მეწარმე უკვე დაფინანსდა

129

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 244 მეწარმე უკვე დაფინანსდა.

როგორ დღეს “საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის” ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, პროგრამა, რომლის მთავარი მიზანია რეგიონებში ეკონომიკური აქტივობის ზრდა და მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარება, აქტიურ ფაზაში შევიდა.

„მიკრო და მცირე მეწარმეობის 26-თვიანი პროგრამის ფარგლებში დატრენინგდება 6000-მდე მეწარმე, დაფინანსდება 3 000-მდე ბიზნეს-იდეა და რეგიონებში შეიქმნება 5000-მდე ახალი სამუშაო ადგილი,“ – განაცხადა მინისტრმა.

პროგრამას მეწარმების განვითარების სააგენტო ახორციელებს. პროგრამის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარია.

პოპულალურები