LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეწარმეობის მხარდაჭერისთვის კიდევ ერთი პროექტი იწყება: 15 ათას ლარამდე დაფინანსება ბიზნესისთვის

100

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კიდევ ერთი პროგრამა 15 მაისიდან იწყება. 31 მაისის ჩათვლით, მსურველებს შეუძლიათ ბიზნესიდეები საიტზე www.qartuli.ge-ზე დაარეგისტრირონ.

პროგრამა გულისხმობს საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობას, ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის გზით.

“აწარმოე საქართველოში”- პროგრამის ფარგლებში, გამარჯვებული იდეების ავტორები 5 000 – 15 000 ლარიან თანადაფინანსებას მიიღებენ.

პროგრამის ფარგლებში დამწყები ბიზნესმენები კონსულტაიებსაც გაივლიან.

საიტზე შესაძლოა უკვე არსებული ბიზნესის გაფართოების მიზნით დარეგისტრირებაც.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

  • არის სრულწლოვანი (18 წელს მიღწეული) საქართველოს მოქალაქე
  • არ არის საჯარო მოხელე
  • არ გააჩნია მიმდინარე ვადაგადაცილებული საგადასახადო ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე
  • კონკურსებში გამარჯვების შემთხვევაში, განახორციელებს მინიმუმ 20% თანხობრივ თანამონაწილეობას;
  • აცხადებს მზაობას ბიზნესგეგმების კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, დარეგისტრირდეს გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად, რომელსაც მინიჭებული აქვს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, გარდა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა