LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეწარმეობის რეგიონული სკოლა 2017“ დასრულდა

93

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის „მეწარმეობის რეგიონული სკოლა“ შემაჯამებელი ღონისძიება, დემო დღე, „ფაბრიკაში“ გაიმართა.

სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე ახალგაზრდა მეწარმეებმა პროდუქტების გამოფენა მოაწყვეს და წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში შექმნილი პროტოტიპები – იმ ნაწარმისა და პროდუქციის პირველადი ვერსია, რომლის წარმოების იდეაც სწორედ პროექტის მსვლელობისას გაჩნდა.

„მეწარმეობის რეგიონული სკოლა” 2017 წლის ივნისში დაიწყო და ოთხ მუნიციპალიტეტში ახალციხეში, გორში, ზუგდიდსა და პანკისის ხეობაში განხხორციელდა. პროექტის მიზანი ახალგაზრდებში სამეწარმეო და ინოვაციური უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების განვითარების, სტარტაპების დაწყება და თვით დასაქმების ხელშეწყობაა. პროექტში ოთხივე მუნიციპალიტეტიდან 300-ზე მეტი მონაწილე ჩაერთო. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ: დასწრებოდნენ კრეათონებს, ბიზნეს-იდეების მარათონებს პროექტში ჩასართავად შერჩევის მიზნით; გაევლოთ ორ ეტაპიანი სატრენინგო მოდული მეწარმეობის თემაზე; ჩამოეყალიბებინათ და განევითარებინათ სტარტაპ-იდეები მენტორების დახმარებით; შეექმნათ პროტოტიპები.

პროექტის შემაჯამებელ შეხვედრაზე, დემო დღეზე, დამუშვებული 35 იდეიდან 13 საუკეთესო გუნდმა საკუთარი პროდუქტები წარმოადგინეს. ახალგაზრდა მონაწილეები პოტენციურ პარტნიორებსა და დამფინანსებლებს შეხვდნენ.

პროგრამა ხორციელდება სამინისტროსა და USAID-ის პროექტის „ზრდას“ თანამშრომლობის ფარგლებში. საგანმანათლებლო ნაწილი ორგნიზაციამ „ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრმა“ უზრუნველყო“, – აღნიშნულია სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები