LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეწარმეს საბავშვო ბაღებში კარაქის ნაცვლად, სპრედი შეჰქონდა

172

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა პასუხისგებაში მისცა მეწარმე, რომელსაც საბავშვო ბაღებში კარაქის ნაცვლად, სპრედი შეჰქონდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებულ პირს, ერთ-ერთი ინდივიდუალური საწარმოს ხელმძღვანელს, 2018 წელს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ორ მუნიციპალიტეტში, სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებაში შემავალი საბავშვო ბაღებისთვის სხვადასხვა სახის პროდუქტი, მათ შორის კარაქი უნდა მიეწოდებინა. ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, გაყალბებული დოკუმენტებისა და კარაქის შესაფუთი მასალის გამოყენებით, საბავშვო ბაღებში კარაქის ნაცვლად იაფფასიანი სპრედი შეიტანა და მოტყუებით დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე და 210-ე მუხლის პირველი ნაწილებით გრძელდება, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე ვადით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები