LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეწყერი ჩინეთში: ნანგრევების ქვეშ 140-ზე მეტ ადამიანს ეძებენ

138

ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე სიჩუანის პროვინციაში მეწყერი ჩამოწვა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სულ მცირე 140 ადამიანი მიწის მასაშია ჩარჩენილი.

სტიქიის შედეგად 40 სახლი განადგურდა.

მთის ნაწილი ადგილობრივი დროით 06:00 საათზე მოწყდა.

სამაშველო ჯგუფები გადარჩენილებს კლდოვანი მასის ქვეშ ეძებენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჯერ მათ მხოლოდ ერთი წყვილისა და ბავშვის გადარჩენა შეძლეს, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჩინეთის მთიან რეგიონებში მეწყერსაშიში ზონებია. სტიქიური პროცესები განსაკუთრებით ძლიერი წვიმის შემდეგ აქტიურდება.

2008 წელს, სინჩუანის პროვინციაში, მიწისძვრის შედეგად, 87 000 ადამიანი დაიღუპა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები