LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეწყერი კალიფორნიაში – დაღუპულია 17 ადამიანი

98

მეწყერი კალიფორნიაში – დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა. ამ დრომდე გრძელდება მასშტაბური სამაშველო ოპერაცია.

ასობით მაშველი და სამხედრო მოსამსახურე შტატის სამხრეთ რეგიონის დასახლებებში სტიქიის შემდეგ დაკარგულებს ეძებენ. წინასწარი ინფორმაციით, მხოლოდ სანტა-ბარბარაში წყალდიდობისა და მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 28 ადამიანი დაშავდა. განადგურებულია 100-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი.

ადგილობრივი ხელისუფლება დაღუპულთა რაოდენოიბის კიდევ უფრო გაზრდას არ გამორიცხავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები