LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეზვრიშვილი: თუ არ გვითხრეს ვინ არიან პოტენციური მსხვერპლები, როგორ გამოვიძიოთ? ჩვენამდე არანაირი დამამტკიცებელი მასალა არ მოსულა

70

ვეუბნებით კლუბების და არასამთავრობოების წარმომადგენლებს, მოგვიტანეთ მასალები, გვითხარით ვინ დაზარალდა, მოგვაწოდეთ ინფორმაცია, გამოვიკვლევთ, ობიექტურად შევაფასებთ და მოვახდენთ რეაგირებას, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა სამინისტროში არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, სამინისტრო მზად არის, გადაცდომების აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამის ორგანოებთან ითანამშრომლოს. რაც შეეხება კლუბების ადმინისტრაციის პასუხისმგებლობას, მეზვრიშვილი აცხადებს, რომ  ამ მიმართულებით უწყება  გამოძიებას აგრძელებს.

“თუ დადასტურდება გადაცდომების ფაქტი, ამაზე შს სამინისტრო მოახდენს რეაგირებას. მე არ ვიცი ამ ადამიანებმა რა თქვეს, მაგრამ ძალიან ლოგიკური შეკითხვა მაქვს – ჩვენ შევისწავლით ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებებით და ვიდეოების საფუძველზე, ჰქონდა თუ არა ადგილი რამე გადაცდომას, თუმცა ეს ადამიანები გვეუბნებიან, რომ ვიღაცის უფლებები დაარღვიეს, ვიღაცას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, თუ არ გვითხრეს ვინ არიან პოტენციური მსხვერპლები, როგორ გამოვიძიოთ? ჩვენამდე არანაირი დამამტკიცებელი მასალა არ მოსულა. ჩვენ მათ მტკიცებით ტვირთს კი არ ვადებთ, არამედ ვეუბნებით – მოგვიტანეთ მასალები, გვითხარით ვინ დაზარალდა, მოვიდეს ადამიანი, მოგვაწოდეთ ინფორმაცია, გამოვიკვლევთ, ობიექტურად შევაფასებთ და მოვახდენთ რეაგირებას“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები