LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეზვრიშვილი: ზვიად რატიანი იყო ნასვამ მდგომარეობაში და წინააღმდეგობას უწევდა პოლიციას

141

პოეტ ზვიად რატიანის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით შს მინისტრის მოადგილემ ნათი მეზვრიშვილმა შს სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადა განაცხადა:

” მოქალაქე ზვიად რატიანი ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მასთან მივიდა რამდენიმე პირი სამოქალაქო ფორმაში. თუმცა, ჩვენს ხელთ არსებული მასალიდან ნათლად ჩანს, რომ სამართალდამცავები იყვნენ პოლიციის ფორმაში ჩაცმულები და მათ საპოლიციო კონტროლის ფარგლებში შეაჩერეს ზვიად რატიანი. მასალიდან ასევე ჩანს, რომ ზვიად რატიანი იყო ნასვამ მდგომარეობაში, ვერ აკონტროლებდა ქცევას და ლექსიკას, იქცეოდა აგრესიულად, წინააღმდეგობას უწევდა და შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცავებს, რითაც არ აძლევდა მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას. ჩვენ გვაქვს აღნიშნული ფაქტების ამსახველი ვიდეო-მასალა, მაგრამ ამ ეტაპზე არ მიგვაჩნია სწორად საჯაროდ გამოვიტანოთ უცენზურო გამონათქვამებით აღსავსე ჩანაწერი. თუმცა, აღნიშნულ მასალას მტკიცებულების სახით წარვადგენთ სასამართლოში. სურვილის შემთხვევაში, შეგვიძლია გავაცნოთ ზვიად რატიანსაც, რათა მან ზუსტად აღიდგინოს მომხდარი- განაცხადა ნათია მეზვრიშვილი.

ვიდაო-მასალაში აღბეჭდილ ფაქტთან დაკავშირებით ზვიად რატიანის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები