LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მგელი, კატა, ვეფხვი: რუსები მსოფლიო თილისმას ოქტომბერში შეარჩევენ

103

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის თილისმას 26 ოქტომბერს აარჩევენ.

კენჭისყრის შემდეგ სამი პრეტენდენტი დარჩა – მგელი, კატა, ვეფხვი. 26 ოქტომბერს საბოლოო არჩევანს გააკეთებენ. უახლოეს ხანში საყოველთაო სახალხო ხმის მიცემას ჩაუშვებენ – ნებისმიერი შეძლებს ხმა მისცეს მისთვის მოსაწონ თილისმას.

რუსეთში თილისმის შერჩევის კამპანიამ სტარტი ჯერ კიდევ 2015 წლის აპრილში აიღო. მასში მონაწილეობა 50 ათასზე მეტმა ახალგაზრდა გულშემატკივარმა მიიღო და ათი ყველაზე პოპულარული პერსონაჟი შეარჩიეს. მეორე ეტაპზე მათ ქვეყნის სახელოვნებო სასწავლებლების სტუდენტები შეუერთდნენ, რომელთა ამოცანა იყო ამ პერსონაჟებისთვის ”სიცოცხლე შთაებერათ”.

რუსეთში მსოფლიო პირველობა 2018 წლის 14 ივნისიდან 15 ივლისამდე 11 ქალაქის 12 სტადიონზე გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები