LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მგფ-მა ოზურგეთის სოფლის წყალმომარაგებისთვის 5 მლნ გამოყო

60

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას მუნიციპალური განვითარების ფონდმა ლაითურის წყალმომარაგების პროექტი დაუფინანსა.

5 მილიონ 200 000 ლარის სამუშაოებზე ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

ლაითურელებს უწყლობა დიდი ხანია აწუხებთ. წლების მანძილზე ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთი თხოვნით მიმართეს და აქციებიც კი გამართეს, თუმცა, ამ დრომდე არც პროექტი არსებობდა და არც დაფინანსება.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ პროექტი გასულ წელს გააკეთა და იმავე პერიოდში დაიწყო დაფინანსების მოძიება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები