LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მგზავრების ბარგზე სტიკერები წარწერით „რუსეთი ოკუპანტია“ თბილისის შემდეგ ქუთაისის აეროპორტშიც გაჩნდა

156

რუსული მედია წერს, რომ საქართველოს აეროპორტებში გამოჩნდა სტიკერები ბარგზე წარწერით „რუსეთი ოკუპანტია“.

გამოცემა „ვზგლიადის“ ინფორმაციით, სტიკერებს თბილისის და ქუთაისის აეროპორტებში ყველა იმ მგზავრის ბარგზე აკრავენ, რომელიც საქართველოს სტუმრობს ან ქვეყანას ტოვებს.

ინიციატივა სამოქალაქო მოძრაობის წევრებს „ახალი თაობა“ ეკუთვნით. ქუთაისის აეროპორტის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ აეროპორტი საჯარო სივრცეა და ვერავის აუკრძალავენ მსგავს ქმედებას.

როგორც ცნობილია, აქციის ორგანიზატორები ამ ფორმით ცდილობენ ვიზიტორებს შეატყობინონ, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები