LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მგზავრების“ კონცერტები მოსკოვსა და პეტერბურგში ანშლაგით გაიმართა (ვიდეო+ფოტო)

127

„მგზავრების“ კონცერტები ჯერ მოსკოვში, 23 მარტს, შემდეგ კი პეტერბურგში 26 მარტს გაიმართა და სრული ანშლაგით ჩაიარა. ანსამბლმა უკრაინასა და რუსეთში დიდი პოპულარობა მოიპოვა. მათ კონცერტებზე ნემსის ჩასავარდნ ადგილს ვერ იპოვით. ანსამბლმა რუსული თოქშოუებიც მოიარა, მათ შორის სტუმრობდა ივან ურგანტსაც, რომელმაც ქართულ ანსამბლს 10 წლის იუბილე მიულოცა და თავისი ეთერი დაუთმო, წარადგინა, როგორც ყველაზე პოპულარული მუსიკალური კოლექტივი საქართველოდან.

„მგზავრების“ გვერდზე ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ აყოლებს ხმას მთელი დარბაზი მათ სიმღერას. მათ ოფიციალურ გვერდზე ასევე დევს ფოტორეპორტაჟიც ორივე კონცერტიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები