LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მგზავრებმა” ივან ურგანტის შოუში სიმღერა “ძალა ერთობაშია” შეასრულეს (ვიდეო)

276

ჯგუფმა “მგზავრები” ახლახან დაასრულა რიგით მეექვსე ალბომზე მუშაობა. მისი სახელწოდებაა “იასამანი”. ალბომს, რომელმაც 14 ახალი კომპოზიცია გააერთიანა, პირველად უკრაინელ მსმენელს წარუდგენენ, შემდეგ კი პრეზენტაცია რუსეთში შედგება.

ჯგუფი ამჟამად მოსკოვში იმყოფება, სადაც 26 ოქტომბერს ივან ურგანტის შოუში მიიღეს მონაწილეობა.

როგორც ცნობილი იუმორისტული შოუს წამყვანმა აღნიშნა, წელს ყველაზე პოპულარულ ქართულ მუსიკალურ კოლექტივს 10 წელი უსრულდება, ჯერ 19 ნოემბერს – მოსკოვში, შემდეგ კი 25 ნოემბერს, სანქტ-პეტერბურგში, კლუბებში, მათი ალბომის პრეზენტაცია შედგება.

წამყვანის გამოცხადების შემდეგ სცენაზე “მგზავრები” გამოჩნდა. ჯგუფმა პუბლიკა მალე აიყოლია და შეასრულა სიმღერა “ძალა ერთობაშია”.

ბიჭები მოსკოვიდან უკრაინაში გაემგზავრებიან, სადაც 13 ნოემბერს “იასამანის” პრეზენტაცია შედგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები