LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მგზავრმა ავიაკატასტროფის დროს live ჩართო – “ვფიქრობდი, რომ ეს ჩემი ბოლო წუთები იყო”

45

აშშ-ში, ფილადელფიის შტატში, სამგზავრო თვითმფრინავის ბილიკზე ავარიულად დაეშვა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

დაშვების დროს, ერთ-ერთმა მგზავრა, როდესაც მიხვდა, რომ საფრთხე ემუქრებოდა, ინტერნეტი იყოდა და “ფეისბუქზე” ლაივი ჩართო.

მარტი მარტინეზის ვიდეოს წყალობით, თვითმფრინავის ავარიულად დაშვებას უკვე მთელმა მსოფლიომ უყურა.

„თვითმფრინავს რაღაც ჭირს. როგორც ჩანს, ქვემოთ ვეშვებით. საგანგებო დაშვებაა” – წერია ვიდეოს აღწერაში.

როგორც მარტიმ მოგვიანებით განმარტა, მან ავარიულად დაშვების დროს ინტერნეტი იმიტომ იყიდა, რომ საყვარელ ადამიანებს ბოლოჯერ ენახათ.

“როგორც კი დაშვება დაიწყო თვითმფრინავმა, ინტერნეტი შევიძინე, რადგან ხელმისაწვდომი ვყოფილიყავი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მიყვარს. ვფიქრობდი, რომ ეს დედამიწაზე ჩემი ბოლო წუთები იყო…”, – წერს მარტი მარტინეზი კატასტროფის შემდეგ და დაღუპული მგზავრის ოჯახს უსამძიმრებს.

საგანგებო დაშვება ბოინგ 737-700-ის ძრავის დაზიანებას მოჰყვა. ბორტზე 143 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იყო.

ბოინგი The Southwest Airlines-ს ეკუთვნის. ის ნიუ იორკიდან ტეხასისკენ მიფრინავდა.

https://www.facebook.com/marty.martinez.96/videos/10211397650519191/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები