LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მგზავრობა ღამის 12-დან დილის 7 საათამდე – რა ხდება ღამით #222 ავტობუსში

უკვე რამდენიმე კვირაა, დედაქალაქში ღამის ავტობუსები დადიან. საპილოტე მარშრუტზე „მანის“ მარკის ავტობუსები ერთსაათიანი ინტერვალით და სტანდარტული – 50 თეთრიანი ტარიფით მოძრაობენ. ამასთანავე, ტრანსპორტში შეღავათიანი მგზავრობის ტარიფიც მოქმედებს. 222 ნომერი ავტობუსი ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას ღამის 12-დან დილის 7 საათამდე, გლდანიდან ვარკეთილის მეტრომდე ემსახურება მგზავრებს.

ღამის ავტობუსების პროექტი საპილოტეა, თუმცა სამი თვის შემდეგ, თუ ის გაამართლებს, თბილისის სატრანსპორტო კომპანია სხვა რეისებსაც დაამატებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ღამის ავტობუსი მნიშვნელოვანი და ხელსაყრელი იქნება, არა მხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ იმ მოქალაქეებისთვისაც, ვისაც ღამის საათებში მუშაობა და ტრანსპორტის სხვადასხვა საშუალებით გადაადგილება უწევთ.

რა მომსახურებას სთავაზობს 222 ნომერი ღამის ავტობუსი თბილისის მგზავრებსა და ტურისტებს, სიუჟეტიდან შეიტყობთ:

პოპულალურები