LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მგზავრთა გადაყვანაში ცვლილებაა: საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

64

ხაშური-გომის სარკინიგზო მონაკვეთის გადამკვეთ საავტომობილო მაგისტრალზე, ლითონის ხიდის მშენებლობის სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, მგზავრთა გადაყვანაში ცვლილებაა.

ამ საკითხზე ”საქართველოს რკინიგზა” ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ”ფორტუნა” უცვლელად გთავაზობთ.

“2017 წლის 27 თებერვლის 11 სთ. 30 წთ-დან 19სთ.30 წთ.-მდე და 28 თებერვალს და 1 მარტს 12.00 სთ-16.00 სთ-მდე მსვლელობიდან მოიხსნა და შეეცვალა მოძრაობის განრიგი შემდეგ მატარებლებს:

27 თებერვალს თბილისიდან და ოზურგეთი-ქუთაისიდან მსვლელობიდან მოიხსნა მატარებელი № 12/11 და №18/17 თბილისი-ოზურგეთი-ქუთაისი; არ იმოძრავებენ სამგაზავრო მატარებელები №873 ფოთი-თბილისი და ქუთაისიდან და თბილისიდან მატარებლები №677/678 ქუთაისი-თბილისი.
მატარებელი №686 თბილისი-ბორჯომი გაჩერდება სადგ. გომში და ფანჯრის გახსნის შემდეგ გააგრძელებს მოძრაობას. (გომში დგომის ხანგრძლივობა 55 წთ.). სამგზავრო მატარებელი №804 თბილისი-ბათუმი თბილისიდან გავა 18-15 (ნაცვლად 17-35). მატარებელი №874 თბილისი-ფოთი თბილისიდან გავა 18-30 (ნაცვლად 17-50). იმავე დღეს, საგარეუბნო მატარებელი № 606 თბილისი-ნიქოზი თბილისიდან გავა 18-37 (ნაცვლად 18-25).

28 თებერვალს და 1 მარტს სამგზავრო მატარებელი №11,17 ოზურგეთი-ქუთაისი-თბილისი, გაჩერდება სადგ. ხაშურში და ფანჯრის გახსნის შემდეგ გააგრძელებს მოძრაობას (ხაშურში დგომის ხანგრძლივობა 35 წთ.)”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები