LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიჩიგანის უნივერსიტეტში სროლების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

39

ამერიკის მიჩიგანის უნივერსიტეტში სროლების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას პოლიცია ადასტურებს.

„პოლიცია ადასტურებს, რომ ამ დილით, უნივერსიტეტის კამპუსში მომხდარი სროლების შედეგად, ორი ადამიანი სასიკვდილოდ დაიჭრა. დაღუპულები სტუდენტები არ ყოფილან და პოლიცია მიიჩნევს, რომ მომხდარი პირად კონფლიქტს უკავშირდება. დაშავებულები არ არიან. ეჭვმიტანილები ამ დრომდე არ დაუკავებიათ“, – ნათქვამია უნივერსიტეტის „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები