LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიცკევიჩის ქუჩაზე კაცის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს

104

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა.

როგორც უწყების განცხადებაში წერია, მათ 1976 წელს დაბადებული დ.ლ.  დააკავეს.  მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა 23 სექტემბერს, მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ცეცხლსასროლი იარაღით 1979 წელს დაბადებული შ. ჩ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა დაჭრილი შ. ჩ. საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს,  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით.

რაც შეეხება დაჭრილს, მას რეგიონულ ჰოსპიტალში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. პაციენტს დაზიანებები მუცლის ღრუს არეში აქვს და შესაბამისი ოპერაცია უტარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები