LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიცვალებულებით სავსე ქუჩები, დანგრეული შენობები – მოსულში დრონით გადაღებული უმძიმესი კადრები

123

დრონით გადაღებული კადრები, რომელიც მოსულის დასავლეთ ნაწილშია გადაღებული, ჩანს, როგორ არის მიწასთან გასწორებული ერაყის სიდიდით მეორე ქალაქი. კადრები ძალიან მძიმეა და სუსტი ნერვების მქონე ადამიანებისთვის ჩანაწერის ნახვა რეკომენდებული არ არის.

მოსული „ისლამური სახელმწიფოსგან“ გასათავისუფლებელი ბრძოლის დროს თითქმის ბოლომდე განადგურდა. გარდაცვლილი ჯიჰადისტების გვამები ქუჩებშია მიტოვებული.

კადრები ფოტოჟურნალისტმა გებრიელ ჩეიმმა დრონის კამერით გადაიღო.

მოსული მხოლოდ თებერვალში 382 ათასმა ადამიანმა დატოვა, თუმცა ქალაქში დაახლოებით 800 ათასი ადამიანი კვლავ რჩება. მოსულის „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებისგან გათავისუფლების ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები