LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ბატიაშვილის დავალებით გრიფირების საკითხს სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური სწავლობს – განათლების სამინისტრო

89

მიხეილ ბატიაშვილის დავალებით, გრიფირების საკითხს სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური სწავლობს, – ამის შესახებ განათლების სამინისტროში განაცხადეს, რითაც “ელფის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურნენ იმის თაობაზე, რომ გამომცემლობას სახელმძღვანელოებზე 24 ივლისს მინიჭებული გრიფი გაუუქმეს.

მათივე განმარტებით, აპირებენ შეხვედრას ყველა მხარესთან, მათ შორის გამომცემლებთან, რათა მათგან ობიექტური ინფორმაცია მიიღონ.

„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, ფაქტობრივად თანამდებობაზე დანიშვნისთანავე არაერთხელ დააფიქსირა პოზიცია, რომ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში მნიშვნელოვანი ხარვეზები იკვეთებოდა, რის წინაშეც სამწუხაროდ, პროცესის ფინალურ ეტაპზე აღმოვჩნდით.

აღნიშნულ საკითხს უკვე სწავლობს სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ სამინისტრო ყოველდღიურად იღებს ახალ ინფორმაციას ხარვეზების თაობაზე, საკითხის შესწავლის პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ხაზგასმით აღვნიშნავთ იმასაც, რომ სამინისტრო იქნება აბსოლუტურად ღია ყველა დაინტერესებულ მხარესთან და არცერთი კითხვა არ დარჩება პასუხგაუცემელი. ვაპირებთ შეხვედრას ყველა მხარესთან, მათ შორის გამომცემლებთან, რათა ობიექტური ინფორმაცია მათგან მივიღოთ. აქვე აღვნიშნავთ, რომ ახალ სასწავლო წელს, მოსწავლეები შინაარსობრივად და ტექნიკურად გაუმჯობესებულ ახალი სახელმძღვანელობით ისწავლიან,“ – განმარტეს სამინისტროში.

გამომცემლობა “ელფი” განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს. “ელფი” მინისტრის მოადგილის თემურ მურღულიას ხელმოწერით მიღებულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის საფუძველზეც გამომცემლობას მათემატიკის სახელმძღვანელოებზე 24 ივლისს მინიჭებული გრიფი გაუუქმდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები