LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ბატიაშვილმა დღეს სამომავლო გეგმები დეპუტატებს გააცნო

47

განათლება, სპორტი, კულტურა – ერთი ქოლგის ქვეშ მოქცეული უწყებების ახალმა ხელმძღვანელმა, მიხეილ ბატიაშვილმა დღეს სამომავლო გეგმები დეპუტატებს გააცნო. მინისტრის თქმით, დეტალური სტრატეგია მოგვიანებით იქნება წარმოდგენილი, თუმცა გეგმის მთავარი პროექტები ასე გამოიყურება.

მინისტრის გეგმის მიხედვით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სკოლამდელ განათლებას, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბავშვების განათლება დროს და მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს, ამ კონტექსტში მინისტრმა მეორე ინიციატივაც გააჟღერა ციფრული სკოლა, პლატფორმა, სადაც ყველა სახის ციფრული საგანმანათლებლო მასალა მოიყრის თავს, ახალი მინისტრის სამომავლო გეგმებშია პედაგოგებისთვის ხელფასების ზრდა და პროფესიული სწავლების განვითარება, პრიორიტეტად დასახელდა ქართული სპორტის განვითარება, ასევე კულტურული ძეგლების რეაბილიტაცია და კულტურის პოპულარიზაცია.

მინისტრის დაპირებით, ეს მის მიერ წარმოდგენილი გეგმა არ იქნება კაბინეტის სტრატეგია და შედეგებზე იქნება ორიენტირებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები