LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (11-17 ივნისი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

49

კვირა ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის საკმაოდ რთული და დაძაბულია, რადგან დედამიწა უარყოფით ენერგოველშია.

ვერძი – თვის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე რთული კვირაა. გაგიჭირდებათ გრძნობების და ემოციების მართვა, იმედს გაგიცრუებენ შეხვედრები და მოლაპარაკებები, ვერ შეძლებთ შემოქმედებითი ნიჭისა, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას და გარშემომყოფებთან საერთო ენის მოძიებას, რას თავის მხრივ კოლეგებთან კონფლიქტის მიზეზი გახდება და მნიშვნელოვნად შეაფერხებს თქვენს წინსვლასა და განვითარებას. დამატებით პრობლემებს შეგიქმნით სულსწრაფობა და ფულის უყაირათოდ ხარჯვის სურვილი, ამიტომ მაქსიმალურად მოერიდეთ გაუთვალისწინებელ ხარჯებს, საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას და ახალი პროექტების დაწყებას, მეტი დაისვენეთ და შემოიფარგლეთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით.

კურო – საკმაოდ მძიმე კვირაა. მართალია, ჩვეულებრივ არ გახასიათებთ სულსწრაფობა და მოუსვენრობა, მაგრამ ამ კვირაში სწორედ შინაგანი ფორიაქი გახდება თქვენი მთავარი პრობლემა. არაა გამორიცხული მარტოს, მეგობრების და კოლეგების მხარდაჭერის გარეშე მოგიწიოთ სერიოზული პრობლემების დაძლევა, რაც საკმაოდ ნეგატიურად აისახება თქვენს მატერიალურ მდგომარეობაზე, უსიამოვნება და იმედგაცრუება გელით პირად ცხოვრებაშიც, რადგან პარტნიორი არ მოისურვებს თქვენი კაპრიზების, უსაფუძვლო პრეტენზიების მიღებას და გაზიარებას. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება გარშემომყოფებთან ურთიერთობისას, მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და სულსწრაფ გადაწყვეტილებებს, ისარგებლეთ მცირე პაუზით, მეტი დაისვენეთ და შემოიფარგლეთ მხოლოდ ყოველდღიური ვალდებულებებით.

ტყუპები – მზე ახლა თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია და კვირის ფავორიტიც სწორედ თქვენ ბრძანდებით. საგრძნობლად გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივისა და ჩვეული კომუნიკაბელურობის გამოვლენას, იდეების ჩამოყალიბებას და მათ წარმატებით რეალიზაციას, თუმცა, რადგან დედამიწა ნეგატიურ ენერგოველშია და კვირა ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის რთულია, გარკვეული პრობლემების დაძლევა თქვენც მოგიწევთ. შეგექმნებათ მატერიალური სირთულეები, რადგან დაუგეგმავი ხარჯი უფრო მეტი გექნებათ, ვიდრე შემოსავალი, გაგიჭირდებათ კოლეგებთან, ოჯახის წევრებთან ურთიერთგაგების მოძიება და არაა გამორიცხული ჩაებათ სერიოზულ კონფლიქტშიც. მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები, გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და დიპლომატია, რათა არ გაართულოთ ისედაც რთული ურთიერთობები და თავიდან აიცილოთ დამატებითი პრობლემები.

კირჩხიბი – წლის განმავლობაში ყველაზე რთული, პრობლემებით სავსე კვირაა. საგრძნობლად შემცირებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა, სწრაფად დაიღლებით და შესაძლოა გახდეთ ავადაც. სერიოზული უსიამოვნებები შეგექმნებათ კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში, გააქტიურდებიან ფარული მტრები და მოშურნეები, გაძლიერდება ჭორები და ინტრიგები თქვენს წინააღმდეგ, საქმის გარჩევა მოგიწევთ ბიზნესპარტნიორებთან და არაა გამორიცხული მოგივიდეთ სერიოზული ფინანსური დავაც. მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები, არ დაგეგმოთ არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი, მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას, ისარგებლეთ მცირე პაუზით, აიღეთ შვებულება და შემოიფარგლეთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით, რათა დანაკარგის გარეშე გაიაროთ მეტად რთული პერიოდი.

ლომი – მეტ-ნაკლებად მშვიდი კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა, მაგრამ გარკვეული სირთულეების დაძლევა მაინც მოგიწევთ. არაა გამორიცხული  შეცდომაში შეგიყვანოთ ფუჭმა დაპირებებმა და გახდეთ გარშემომყოფების სიცრუის მსხვერპლი. თავი შეიკავეთ ახალი ნაცნობების შეძენისა და საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობისგან, არ ღირს არც საკუთარი სურვილების სხვებისთვის განდობა, რადგან გულწრფელობა ისევ თქვენს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. გამოიჩინეთ მეტი თავდაჭერა და მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები გარშემომყოფებთან ურთიერთობისას, რათა არ შექმნათ დაძაბულობა და არ გახდეთ არასასიამოვნო კონფლიქტების მიზეზი.

ქალწული – რთული, მეტად არასტაბილური კვირაა. სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნით სულსწრაფობა და გაუაზრებელი მოქმედებები, გაგიჭირდებათ მოლაპარაკებების წარმოება და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება, ნაკლებად გამართლებული იქნება რისკიც, შემოქმედებითი გააქტიურება კი, უშედეგოდ დასრულდება და მხოლოდ დროს, ენერგიას დაგახარჯინებთ. შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმეებით, მოერიდეთ დამატებით ვალდებულებებს და საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებას, დაისვენეთ და მეტი ყურადღება დაუთმეთ საკუთარ ჯანმრთელობას.

სასწორი – ნაკლებად სტაბილური კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, კომუნიკაბელურობისა და გონებამახვილობის გამოვლენას, მაგრამ იძულებული გახდებით საკუთარი პროფესიონალიზმი დაუმტკიცოთ კოლეგებსა და ხელმძღვანელებს, დაიცვათ უფლებები და საკუთარი პოზიცია, არაა გამორიცხული გადაიხედოს თქვენი წარსული მიღწევები და დამსახურება, რაც გარკვეული იმედგაცრუების მიზეზი გახდება და საკმაოდ ნეგატიურად აისახება თქვენს საქმიანობასა და ურთიერთობაზე კოლეგებთან.

მორიელი – შემოქმედებითი, საკმაოდ ნაყოფიერი კვირაა. უმჯობესია იმოქმედოთ ინდივიდუალურად და მოერიდოთ კოლექტიურ საქმიანობას, რომელიც მხოლოდ პრობლემებს შეგიქმნით. კარგი პერიოდია ძველი პროექტების დასასრულებლად ან ძველ პარტნიორებთან ურთიერთობის აღსადგენად, თუმცა არ ღირს სერიოზიული გადაწყვეტილებების მიღება, რადგან ემოციები არ მოგცემთ მოვლენების ობიექტურად შეფასების საშუალებას. არაა გამორიცხული გადახედოთ თქვენს ურთიერთობებს პარტნიორებთან, ახლებურად გაიაზროთ კოლეგიალობა და გაგიჩნდეთ დამოუკიდებლად მოქმედების სურვილი.

მშვილდოსანი – რთული, საკმაოდ პრობლემური კვირაა. მართალია,  გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა, შეძლებთ იდეების რეალიზაციას, მნიშვნელოვანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვას, მაგრამ გაგიჭირდებათ საქმიან პარტნიორებთან საერთო ენის მოძიება, რაც ჯერ კონფლიქტის და ფინანსური დავის, მერე კი, მათთან ურთიერთობის გაწყვეტის მიზეზი გახდება.

თხის რქა – საკმაოდ რთული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობაც, სწრაფად დაიღლებით, შესაძლოა გაცივდეთ ან გახდეთ ავად. არასასიამოვნო სიურპრიზები გელით სახლსა და სამსახურში, გაგაღიზიანებთ ყოველდღიური ყოფითი პრობლემები, რადგან სურვილი უფრო მეტი გექნებათ, ვიდრე მათი განხორციელების შესაძლებლობა, საკუთარი საქმეების და პასუხისმგებლობის კოლეგებზე გადაბარების მცდელობა კი, მათი განაწყენების და სერიოზული კონფლიქტის მიზეზი გახდება. ნაკლებად სასიკეთო კვირაა როგორც სასიყვარულო, ისე საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობის გასარკვევად, რადგან მხოლოდ საკუთარი ინტერესების დაცვა არ მოგცემთ კომპრომისზე წასვლის საშუალებას.

მერწყული – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, გაგიუმჯობესდებათ განწყობა და ოპტიმიზმით შეხედავთ მომავალს. შეძლებთ გააქტიურებას, კომუნიკაბელურობისა და ინიციატივის გამოჩენას, იდეების რეალიზაციას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, თუმცა ურთიერთობა დაგეძაბებათ პარტნიორებთან და კოლეგებთან, რადგან უარს იტყვით ძველი ვალდებულებების შესრულებაზე, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მათ ნდობას თქვენს მიმართ. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, ახალი ნაცნობების და საჭირო ინფორმაციის შესაძენად.

თევზები – საკმაოდ დაძაბული კვირაა, დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე სწრაფად დაიღლებით, ადვილად გაცივდებით და არაა გამორიცხული სერიოზულადაც გახდეთ ავად. უსიამოვნება გელით როგორც სახლში, ისე სამსახურში, მოგიწევთ კოლეგებისა და ხელმძღვანელების კრიტიკის მოსმენა, რაც მეტად ნეგატიურად აისახება თქვნს ემოციონალურ მდგომარეობასა და საერთო განწყობაზე. გამოიჩინეთ მაქსიმალური სიფრთხილე და თავდაჭერა, თავი შეიკავეთ კოლექტიური პროექტებისგან და იმოქმედეთ დამოუკიდებლად, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ სასურველი შედეგის მიღწევას.

 

გეომაგნიტური დღეები – 13, 14 და 17 ივნისი.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები