LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (12-18 ნოემბერი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

62

მიხეილ ცაგარელის კვირის (12-18 ნოემბერი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

კვირის პირველი ნახევარი – 15 ნოემბრამდე ბევრად წარმატებული იქნება ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის, ვიდრე კვირის ბოლო, როცა დედამიწა ნეგატიურ ენერგოველში გადავა. საგრძნობლად გართულდება კომუნიკაცია და ადამიანებს შორის ურთიერთგაგების მოძიება, ნებისმიერი საქმე და ახალი წამოწყება კი, მარცხით დასრულდება.

ვერძი – მზის, იუპიტერის, მერკურის და მარსის ურთიერთდაპირისპირება ნეგატიურად აისახება თქვენს კონტაქტურობასა და კომუნიკაბელურობის უნარზე, ვერ შეძლებთ გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვას და შეთანხმების მიღწევას, არაა გამორიცხული კონფლიქტი მოგივიდეთ სამართალდამცავებთან ან აღმოაჩინოთ სერიოზული ფინანსური დანაკარგი, გააქტიურებული კონკურენტები და ფარული მტრები კი არ მოერიდებიან თქვენს წინააღმდეგ ინტრიგების ხლართვას და ჭორების გავრცელებას. განსაკუთრებით რთული იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ ყველა პრობლემის ერთდროულად მოგვარება. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს, ახალი პროექტების დაწყებას და საკუთარ თავზე  დამატებითი ვალდებულებების აღებას.

კურო – ზოდიაქოს სხვა ნიშნების მსგავსად თქვენც კვირის პირველ ნახევარში მოგიწევთ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება, როცა შედარებით მარტივი იქნება მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება და კარიერული წინსვლა. 15 ნოემბრის შემდეგ კი, უკეთესია  გადაერთოთ ცხოვრების მშვიდ რიტმზე და მეტი დაისვენოთ, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე ვერ შეძლებთ მნიშვნელოვანი შეხვედრების გამართვას და გადაწყვეტილებების მიღებას, მოიმატებს კონფლიქტების და დანაკარგის ალბათობა, საერთო არასტაბილურობა და მოჭარბებული პრობლემები კი, საკუთარი თავის რწმენას დაგაკარგვინებთ, რაც საკმაოდ  ნეგატიურად აისახება ნერვულ სისტემასა და ემოციონალურ მდგომარეობაზე.

ტყუპები – შეეცადეთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე კვირის პირველ ნახევარში მოაგვაროთ, როცა არ გაგიჭირდებათ საჭირო კონტაქტების დამყარება, მეგობრების და კოლეგების მხარდაჭერის მოპოვება და საინტერესო პროექტების განხორციელება, კვირის მეორე ნახევარში კი, რომელიც ბევრად რთული და წინააღმდეგობრივი იქნება, იძულებული გახდებით თავი შეიკავოთ სარისკო და ავანტურული მოქმედებებისგან, სულსწრაფი გადაწყვეტილებებისა და ფულის უყაირათოდ ხარჯვისგან, რადგან სწორედ ზედმეტი ხარჯი შეგიქმნით სერიოზულ პრობლემებს. მიაქციეთ ყურადღება საკუთარ ჯანმრთელობას, რომელიც კიდევ უფრო დამძიმდება დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე და ემოციურ არასტაბილურობასთან ერთად ენერგიის დეფიციტის მთავარი მიზეზიც გახდება.

კირჩხიბი – სასიკეთო იქნება კვირის პირველი ნახევარი, როცა შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივისა და კომუნიკაბელურობის გამოვლენას, მნიშვნელოვანი შეხვედრების და მოლაპარაკებების გამართვას, გავლენიანი სპონსორების მოძიებას და მათი ფინანსური მხარდაჭერით საკუთარი იდეების განხორციელებას, სასიყვარულო პარტნიორთან საერთო ენის გამონახვას და ურთიერთობის გაუმჯობესებას, ხელმძღვანელთა კეთილგანწყობის მოპოვებას და კარიერულ განვითარებას, თუმცა რადიკალურად განსხვავებული და ბევრად რთული იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა მეტი ყურადღების და სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ, რათა სულსწრაფობით და დაუფიქრებელი მოქმედებით არ დაუშვათ საბედისწერო შეცდომა.

ლომი – ერთ-ერთი ურთულესი პერიოდია თქვენს ცხოვრებაში. მართალია, კვირის დასაწყისში მეგობრების მხარდაჭერით დაძლევთ რთულ პრობლემებს, მაგრამ კვირის ბოლოს, როცა დასუსტებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, ძალიან გაგიჭირდებათ გეგმების განხორციელება, გაგიფუჭდებათ ურთიერთობა საქმიან და სასიყვარულო პარტნიორთან, დაუფიქრებელი მოქმედების და ფულის უყაირათოდ ხარჯვის წყალობით კი, სერიოზულ შეცდომებს დაუშვებთ, რომელთა გამოსწორება ძალიან გაგიჭირდებათ. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ, მოერიდოთ სარისკო მოქმედებებს და ახალი საქმის დაწყებას, მნიშვნელოვანი შეხვედრების მოწყობას და ხელშეკრულებების გაფორმებას, შემოიფარგლეთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით, აკონტროლეთ ემოციები და შეეცადეთ საღი გონებით შეაფასოთ მიმდინარე მოვლენები.

ქალწული – მართალია, კვირის პირველ ნახევარში მარტივად შეძლებთ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან საერთო ენის გამონახვას და ურთიერთობის გაუმჯობესებას, იდეების რეალიზაციას, ფინანსური სტაბილურობის მოპოვებას და ხანმოკლე მოგზაურობის მოწყობას, მაგრამ კვირის ბოლოს მაინც გაგიჭირდებათ მატერიალური პრობლემებისგან, კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან კონფლიქტისგან თავის დაღწევა. არ ღირს მნიშვნელოვანი საქმის ან ახალი სამსახურის დაწყება, მოლაპარაკებების გამართვა და ხელშეკრულებების გაფორმება, რადგან  არცერთი წამოწყება არ გაამართლებს.

სასწორი – მართალია, საკმაოდ ნაყოფიერი და პოზიტიური იქნება კვირის პირველი ნახევარი, როცა არ გაგიჭირდებათ იდეების განხორციელება და ფინანსური სტაბილურობის მოპოვება, გავლენის სფეროების გაფართოვება და ავტორიტეტის გაძლიერება, მაგრამ მეორე ნახევარში მოვლენების მოულოდნელი ცვლილება ნეგატიურად აისახება თქვენს ნერვულ სისტემასა და ემოციურ მდგომარეობაზე, გაგიჭირდებათ კარიერული წინსვლა და განვითარება, საქმიან პარტნიორებთან საერთო ენის გამონახვა და შეთანხმების მიღწევა, არ ღირს არც ახალ რომანტიკულ ურთიერთობებზე ფიქრი, რადგან ნებისმიერი რომანი მარცხით დასრულდება.

მორიელი – მართალია, ახლა თქვენი დროა და კვირის ფავორიტიც სწორედ თქვენ ბრძანდებით, მაგრამ კვირის მეორე ნახევარი არც თქვენთვის იქნება მსუბუქი. ეცადეთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე 15 ნოემბრამდე მოაგვაროთ, გამოავლინოთ ნიჭი და საუკეთესო თვისებები, განავითაროთ კარიერა, გააუმჯობესოთ ურთიერთობა საქმიან, სასიყვარულო პარტნიორებთან და მოიპოვოთ მატერიალური სტაბილურობა, რადგან კვირის  ბოლოს უმიზეზო ეჭვებით შეპყრობილს სერიოზულად დაგეძაბებათ ურთიერთობა კოლეგებთან, არ ღირს არც ცდუნებას აყოლა და რისკზე წასვლა, რადგან ვერც სასურველ შედეგს მიაღწევთ და შესაძლოა ფიზიკურადაც იზარალოთ, მიიღოთ ტრავმა ან მძიმე დაზიანება.

მშვილდოსანი – მართალია, საკმაოდ კარგი კვირაა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, მაგრამ სერიოზულად დაგეძაბებათ ურთიერთობა კოლეგებსა და ხელმძღვანელებთან. მით უფრო, რომ დასუსტებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ძალიან გაგიჭირდებათ ემოციების მართვა, საღად აზროვნება და მოულოდნელად შეცვლილ მოვლენებზე ადეკვატურად რეაგირება. მაღალია ტრავმების და ავარიების ალბათობა, არაა გამორიცხული გახდეთ ავად ან გაგიმწვავდეთ ქრონიკული დაავადება. მოერიდეთ უცხოების საქმეში ჩარევას და გამოიჩინეთ მეტი ლოიალურობა გარშემომყოფთა სისუსტეების მიმართ, არ ღირს სხვათა ნაკლოვანების ირონიით ხაზგასმა, რადგან საპასუხო რეაქცია აუცილებლად სერიოზული კონფლიქტის მიზეზი გახდება.

თხის რქა – მეტად პოზიტიური იქნება კვირის პირველი ნახევარი, როცა შეძლებთ აქტიურ მოქმედებას, ინიციატივის და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას, საჭირო კონტაქტების დამყარებას და მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტას, ძველი კონფლიქტების მოგვარებას და ოპონენტებთან საერთო ენის გამონახვას. კარგი პერიოდია ხელშეკრულებების გასაფორმებლად, ახალი საქმის დასაწყებად და პერსპექტიული სამსახურის მოსაძიებლად, კოლექტიური საქმიანობისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. თუმცა, 15 ნოემბრის შემდეგ, სხვების მსგავსად თქვენც განსაკუთრებული სიფრთხილით მოგიწევთ მოქმედება, რადგან მოვლენების დაჩქარების სურვილი აუცილებლად სერიოზულ შეცდომებს დაგაშვებინებთ.  მიაქცეთ ყურადღება ჯანმრთელობას, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე არაა გამორიცხული გახდეთ ავად ან გაგიმწვავდეთ ძველი დაავადება.

მერწყული – მართალია, კვირის პირველ ნახევარში მარტივად შეძლებთ პრობლემების მოგვარებას, ავტორიტეტის გაძლიერებას და საკუთარი ინტერესების დაცვას, მეგობართა მხარდაჭერის მოპოვებას და მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმებას, მაგრამ, ბევრად რთული იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა დასუსტებული ენერგოტონუსის  ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ ემოციების მართვა, ადვილად გაღიზიანდებით, უკმაყოფილება გარშემომყოფთა და საკუთარი თავის მიმართ კი, თვითრწმენას დაგაკარგვინებთ. გადაერთეთ ცხოვრების მშვიდ რიტმზე, მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას. მართალია, გაგიმართლებთ და მოგეცემათ მატერიალური მგომარეობის გაუმჯობესების და კარიერული წინსვლის შანსი, თუმცა ინეტრულობისა და უგუნებობის წყალობით ვერ შეძლებთ მის გამოყენებას.

თევზები – პოზიტიური  და წარმატებული იქნება კვირის პირველი ნახევარი, როცა ფინანსურადაც გაძლიერდებით და  პროფესიულადაც განვითარდებით, მიიღებთ მეტად სარფიან და საინტერესო შეთავაზებებს, თუმცა ნაკლებად სასიკეთო და საკმაოდ დაძაბულ მეორე ნახევრში იძულებული გახდებით ისარგებლოთ მცირე პაუზით, რადგან სხვაგვარად მთელ ძალასა და ენერგიას საკუთარ შიშებთან და კომლექსებთან, ილუზორულ მტრებთან და კონკურენტებთან ბრძოლაში დაკარგავთ. მოერიდეთ გარშემომყოფებთან საქმის გარჩევას, კონფლიქტს და უმიზეზო დაპირისპირებას, გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და თავშეკავება, მით უფრო, რომ დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ძალიან გაგიჭირდებათ ემოციების მართვა.

 

გეომაგნიტური დღეები – 13, 14 და 15 ნოემბერი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები