LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (13-19 აგვისტო) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

74

ვერძი – საკმაოდ რთული იქნება კვირის პირველი ნახევარი (13-15 აგვისტო), როცა სულსწრაფი გადაწყვეტილებები შეცდომების და სეროზული პრობლემების მიზეზი გახდება, ფარული მტრები და არაკეთილმოსურნეები კი, არ მოერიდებიან თქვენს წინააღმდეგ ინტრიგების ხლართვას. შედარებით სასიკეთოა კვირის მეორე ნახევარი, რადგან გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე თავისუფლად შეძლებთ გააქტიურებას, შემოქმედებითი ნიჭისა და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას, ინტუიციის წყალობით კი, არ გაგიჭირდებათ  წინა დღეებში დაშვებული შეცდომების გამოსწორება და სირთულეების დაძლევა. კარგი პერიოდია კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარებისთვის, ახალი კონტაქტების დასამყარებლად, იდეების განსახორციელებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

კურო – რთული და საკმაოდ დაძაბულია კვირის პირველი ნახევარი, როცა დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე სწრფად დაიღლებით და შესაძლოა გახდეთ ავადაც, ოჯახური პრობლემები, ფინანსური სირთულები და არასასიამოვნო შეტყობინებები კი, ნეგატიურად აისახება თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე და დაგაკარგვინებთ თვითრწმენას. ბევრად მშვიდი იქნება კვირის მეორე ნახევარი, რადგან გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე გაგიუმჯობესდებათ განწყობაც, შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის გამოჩენას და იდეების განხორციელებას. მაქსიმალურად ფრთხილად გაიარეთ რთული დღეები და დაზოგეთ ენერგია კვირის მეორე ნახევრისთვის, როცა ბევრად წარმატებული იქნება ყველა თქვენი მოქმედება.

ტყუპები – არასტაბილური და მეტად რთული იქნება კვირის პირველი ნახევარი, რადგან ზედმეტი თვითრწმენა არ მოგცემთ საკუთარი შესაძლებლობების ობიექტურად შეფასების საშუალებას, თუმცა არ ღირს მარცხის ზედმეტად დრამატიზირება, რადგან გაცილებით უკეთესია კვირის მეორე ნახევარი, როცა მარტივად მოაგვარებთ უთანხმოებას ახლობლებთან, მიღებული ინფორმაცია კი, მნიშვნელოვნად გაგიუმჯობესებთ განწყობას. კარგი პერიოდია პოზიციების გასამყარებლად და გავლენის სფეროების გასაფართოვებლად, ახალი საქმიანი პარტნიორების მოსაძიებლად, საქმის დასაწყებად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

კირჩხიბი – რთული და ნაკლებად სასიკეთოა კვირის პირველი ნახევარი, რადგან ფინანსური უთანხმოება სერიოზული დავის მიზეზი გახდება  საქმიან პარტნიორებთან. არაა გამორიცხული მოგიწიოთ ძველი ვალების გასტუმრება, ჯარიმის დაფარვა და საკუთარი უფლებების სასამართლოში დაცვა. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და ენერგია კვირის მეორე ნახევრისთვის დაზოგოთ, რომელიც ბევრად მშვიდი და სასიკეთო იქნება. გაძლიერდება ენერგოტონუსი, შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, ინტუიციის წყალობით კი, მარტივად დაძლევთ ყველა პრობლემას.

ლომი – მართალია, მზე ახლა თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირა იღბლიანი, სასიკეთო და მეტად ნაყოფიერი იქნება, შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას, მაგრამ პირველ ნახევარში (16 აგვისტომდე) მაინც მოგიწევთ სიფრთხილის გამოჩენა, რადგან ბევრი ეცდება მოტყუებას და თქვენი შეცდომების საკუთარი სარგებლისთვის გამოყენებას. ბევრად ჰარმონიული და ნაყოფიერია კვირის მეორე ნახევარი, როცა საკუთარი შარმის წყალობით სწრაფად მოხიბლავთ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს და წარმატებას მიაღწევთ ნებისმიერ სფეროში. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის და რომანტიკული თავგადასავლებისთვის, საქმიან და სასიყვარულო პარნტნიორთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, ძველი პრობლემების მოსაგვარებლად, ნებისმიერი დავის თქვენს სასარგებლოდ გადასაწყვეტად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ქალწული -საკმაოდ დაძაბულია კვირის პირველ ნახევარი, რადგან განსაკუთრებით გააქტიურდებიან ფარული მტრები და მოშურნეები. გამოიჩინეთ მაქსიმალური ყურადღება, არ ენდოთ საეჭვო ადამიანებს, მით უფრო, რომ დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე, არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობაც, გაგიჭირდებათ ემოციების მართვა და ყურადღების მნიშვნელოვან საკითხებზე კონცენტრირება. შედარებით უკეთესია კვირის მეორე ნახევარი, როცა გაძლიერდება ენერგოტონუსი და გაგიუმჯობესდებათ განწყობა. შეძლებთ ძველი პროექტების დასრულებას და ახალი მიზნების დასახვას, საკუთარი შესაძლებლობების, პროფესიონალიზმის წარმოჩენას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

სასწორი – საკმაოდ რთული და პრობლემური იქნება კვირის პირველი ნახევარი. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა გმართებთ კოლექტიური ფინანსების მიმართ, რადგან არაა გამორიცხული მატერიალური ზარალი სწორედ თქვენ დაგბრალდეთ და თავის მართლება საგადასახადო სამსახურებთან მოგიწიოთ. არ ღირს ერთობლივ პროექტებში ჩაბმა და სხვის ნაცვლად პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. ბევრად უკეთესია კვირის მეორე ნახევარი, როცა ენერგოტონუსის გაძლიერებასთან ერთად გაგიუმჯობესდებათ განწყობაც. შეძლებთ საქმიან პარტნირებთან ურთიერთობის გარკვევას და სირთულეების ნაწილობრივ დაძლევას. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, ახალი ინფორმაციის მისაღებად და მეტი გამოცდილების შესაძენად.

მორიელი – მეტად რთული და კონფლიქტური იქნება კვირის პირველი ნახევარი, რადგან საგრძნობლად გააქტიურდებიან ფარული მტრები და არაკეთილმოსურნეები, ახლობლებისგან კი, ვერ მიიღებთ იმ მხარდაჭერას, რომელსაც ელოდით. არ ღირს ახალი პროექტების დაწყება რადგან, ვერ შეძლებთ მათ განხორციელებას და მხოლოდ დროს, ენერგიას დახარჯავთ ფუჭად. გაცილებით უკეთესია კვირის მეორე ნახევარი, როცა გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე თავისუფლად შეძლებთ ინიციატივის და შრომისუნარიანობის გამოვლენას, ინტუიცია კი, აუცილებლად დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში. კარგი პერიოდია ახალი საქმიანი პარტნიორების შესაძენად, კოლექტიურ პროექტებში ჩასაბმელად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

მშვილდოსანი – არასტაბილური და დაძაბული იქნება კვირის პირველი ნახევარი, როცა ჩვეული სულსწრაფობა და მოუთმენლობა სერიოზული შეცდომების მიზეზი გახდება, მოულოდნელად განვითარებული მოვლენები კი, ისე დაგაბნევთ, რომ ვერ შეძლებთ სწრაფად რეაგირებას. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე საჭესთან, რადგან მაღალია ტრავმებისა და ავარიების ალბათობა. კვირის მეორე ნახევარში, რომელიც საკმაოდ იღბლიანი იქნება, საგრძნობლად გაძლიერდება ენერგოტონუსი, შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას. კარგი პერიოდია იდეების განსახორციელებლად, ნიჭისა და საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად, პროფესიული წინსვლისა და კარიერული განვითარებისთვის. არაა გამორიცხული მეტად საინტერესო შეთავაზება მიიღოთ უცხოელი პარტნიორებისგან ან ხანგრძლივი მივლინებით გაემგზავროთ საზღვარგარეთ.

თხის რქა – მაქსიმალურად ფრთხილად იმოქმედეთ კვირის პირველ ნახევარში (13-15 აგვისტოს), რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე სწრაფად დაიღლებით და არაა გამორიცხული გახდეთ ავადაც, გარშემომყოფები კი, ყველანაირად ეცდებიან თქვენს მოტყუებას ან შეცდომაში შეყვანას, რაც საკმაოდ ნეგატიურად აისახება თქვენს განწყობაზე. მოერიდეთ საეჭვო ადამიანებს და ერთი შეხედვით სარფიან შეთავაზებებს, რადგან მათი უმრავლესობა მხოლოდ სიცრუე აღმოჩნდება და არ გაამართლებს. მეტი დიპლომატია, თავშეკავება გამოიჩინეთ კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობისას, რათა უმნიშვნელო დავა არ გადაიზარდოს სერიოზულ დაპირისპირებაში. ბევრად მშვიდი და საინტერესო იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა უსიამოვნებებს მოაგვარებთ ახლობლებთან, შეძლებთ დაკარგული ენერგიის აღდგენას და უფრო ოპტიმისტურად შეხედავთ მომავალს. კარგი პერიოდია იდეების განსახორციელებლად და პოზიტიური ცვლილებების შესატანად როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში.

მერწყული – ყურადღების გამოჩენა გმართებთ კვირის პირველ ნახევარში, როცა მოულოდნელად განვითარებული მოვლენები ხელს შეგიშლით იდეების განხრციელებასა და გაგიფუჭებთ ურთიერთობას საქმიან პატნიორებთან. ამასთანავე, არაკეთილმოსურნეები ყველანაირად ეცდებიან მოტყუებას ან თქვენი პროფესიული მიღწევევების საკუთარი სარგებლისთვის გამოყენებას. მაქსიმალურად აკონტროლეთ ფინანსები, რადგან არაა გამორიცხული გაუთვალისწინებელი ხარჯი სერიოზული დანაკარგის მიზეზი გახდეს. მართალია,  მოულოდნელობები კვირის მეორე ნახევარშიც გელით, მაგრამ მათი უმრავლესობა თქვენს სასიკეთოდ განვითარდება და ხელს შეგიწყობთ გავლენის სფეროს გაფართოებასა და ავტორიტეტის გაძლიერებაში. კარგი პერიოდია იდეების რეალიზაციისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სასიყვარულო და საქმიან პარტნიორებთან უთანხმოების დასაძლევად.

თევზები – საკმაოდ რთული იქნება კვირის პირველი ნახევარი, როცა ხელმძღვანელების კონტროლით იძულებული გახდებით შეასრულოთ ძველი დაპირება და იტვირთოთ დამატებითი პასუხისმგებლობა, რაც საკმაოდ ნეგატიურად აისახება თქვენს განწყობასა და თვითშეფასებაზე. არაა გამორიცხული დაძაბულ ვითარებაში მუშაობა სერიოზული შეცდომების მიზეზი გახდეს, რომელთა გამოსწორებაზე საკმაოდ დიდ დროსა და ენერგიას დახარჯავთ. ბევრად უკეთესი იქნება კვირის მეორე ნახევარი (16 აგვისტოდან), როცა გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენას. ბევრად მარტივად გაერკვევით არსებულ სიტუაციაში და ადვილად გადაწყვეტთ სერიოზულ პრობლემებს.

 

გეომაგნიტური დღეები – 14, 15 და 16 აგვისტო.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები