მიხეილ ცაგარელის კვირის (16-22 ივლისი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

63

მიხეილ ცაგარელის კვირის (16-22 ივლისი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

ვერძი – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. შემცირებული ენერგოტონუსის ფონზე არ ღირს ზედმეტად გააქტიურება. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას. აკონტროლეთ სულსწრაფობა, ფულის უყაირათოდ ხარჯვის სურვილი, რათა კვირამ ნაკლები ზარალის გარეშე ჩაიაროს. კარგი პერიოდია გარემოს შესაცვლელად და ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად, საზოგადოებრივ კავშირებსა და ორგანიზაციებში გასაერთიანებლად, გარშემომყოფთა პატივისცემის მოსაპოვებლად და საკუთარი ავტორიტეტის ასამაღლებლად, არაა გამორიცხული განიცადოთ სერიოზული სულიერი გარდატეხა, რაც ერთგვარად თავიდან დაბადების ტოლფასი გახდება.

კურო – წინა კვირის მსგავსად ეს კვირაც მეტად სასიკეთო და ჰარმონიულია. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, შემოქმედებითი ნიჭისა და უნარის გამოვლენას, მნიშვნელოვანი შეხვედრების გამართვას და საინტერესო ადამიანების გაცნობას. კარგი პერიოდია მოგზაურობისა და ქორწინებისთვის, პროფესიული წინსვლისა და კარიერული განვითარებისთვის, ბიზნესის გასაფართოვებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, პირადი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად და გარშემომყოფებთან საერთო ენის მოსაძიებლად. მართალია, გარკვეული პრობლემები შეგექმნებათ კოლეგებთან ურთიერთობაში, მაგრამ სწრაფად დაძლევთ ნებისმიერ უსიამოვნებას.

ტყუპები – ნაყოფიერი, მეტად შედეგიანი კვირაა. მართალია, დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე გაგიჭირდებათ აქტიური მოქმედება, მაგრამ მაინც მოახერხებთ შინაგანი ეჭვების დაძლევას და ინტუიციაზე დაყრდნობით პრაგმატული, თქვენთვის სასიკეთო გადაწყვეტილებების მიღებას, მარტივად მოაგვარებთ როგორც საკუთარ, ისე ახლობელთა პრობლემებს, გამართებული იქნება ნებისმიერი სარისკო მოქმედებაც. კარგი პერიოდია მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ძველი კავშირების გამოყენებით საკუთარი გავლენის სფეროების გასაფართოებლად.

კირჩხიბი – ახლა თქვენი დროა, რადგან მზე სწორედ თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას, საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების და პასუხისმგებლობის აღებას, ინტუიცია კი, აუცილებლად დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებასა და სწორი ნაბიჯების გადადგმაში. კარგი პერიოდია კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარებისთვის, რომანტიკული ურთიერთობების და პირადი ცხოვრების მოსაწესრიგებლად, სარფიანი შეთავაზებების მისაღებად, მომგებიანი ხელშეკრულებების გასაფორმებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. წარმატების მიღწევის შანსი ყველა სფეროში გექნებათ, ამიტომ ეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ ეს კვირა.

ლომი – საკმაოდ რთული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობა. ეცადეთ მეტი დაისვენოთ და არ გადაიტვირთოთ, აკონტროლოთ ემოციები, რათა უტაქტო და უკმეხი გამონათქვამებით არ დაძაბოთ  ურთიერთობა გარშემომყოფებთან, უკეთესია უკან დაიხიოთ და ნებისმიერ საკამათო საკითხში პირველმა სწორედ თქვენ დათმოთ, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ რეპუტაციის შენარჩუნებას. მოერიდეთ აქტიურ მოქმედებას, თავი შეიკავეთ ახალ პროექტებში ჩაბმისა და ახალი საქმის წამოწყებისგან. კარგი პერიოდია სულიერი ძიებისთვის, თამამად შეგიძლიათ მიმართოთ იოგას ვარჯიშებს და მედიტაციას, რათა უკეთ გაერკვეთ საკუთარ სურვილებსა და შესაძლებლობებში, დამშვიდდეთ და მეტ-ნაკლებად მოიწესრიგოთ ნერვული სისტემა.

ქალწული – დინამიური, მეტად სასიკეთო კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას, ახალი იდეების ჩამოყალიბებას და მათ რეალიზაციას. კარგი პერიოდია რომანტიკული ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, შეხვედრების და მოლაპარაკებების გასამართად, ახალი ნაცნობების შესაძენად და კავშირების გასაფართოვებლად, ბიზნესის გასავითარებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. განსაკუთრებით მათ გაუმართლებთ, ვინც საგანმანათლებლო ან საგამომცემლო საქმიანობაშია ჩაბმული.

სასწორი – სტაბილური, საკმაოდ მშვიდი კვირაა, მთავარია შეძლოთ საკუთარი პრინციპებისა და ინტერესების დაცვა. ნუ გაახმოვანებთ იდეებს, გაასაიდუმლოეთ გეგმები და იმოქმედეთ ფარულად, ერთგვარი „რუხი კარდინალის“ როლში, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ წარმატების მიღწევას. გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება და დიპლომატია, რადგან არაა გამორიცხული უმნიშვნელო წვრილმანი მეტად არასასიამოვნო კამათის მიზეზი გახდეს და გაართულოს ურთიერთობა საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან.

მორიელი – იღბლიანი, საკმაოდ წარმატებული კვირაა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივისა და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას, თანდაყოლილი ინტუიცია კი, ისევ დაგეხმარებათ სწორი ნაბიჯების გადადგმასა და სასიკეთო არჩევანის გაკეთებაში. კარგი პერიოდია ბიზნესის გასაფართოვებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მოგზაურობისთვის და ახალი ნაცნობების შესაძენად, რომლებიც სერიოზულ გავლენას მოახდენენ თქვენს სულიერ სამყაროზე, ახალი ენერგიით შეგავსებენ და მეტად სასიკეთო ცვლილებებს შემოიტანენ თქვენს ცხოვრებაში.

მშვილდოსანი – სტაბილური, საკმაოდ სასიკეთო კვირაა, მთავარია დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე ყურადღება მიაქციოთ საკუთარ ჯანმრთელობას და მეტი დაისვენოთ, აკონტროლოთ სულსწრაფობა და ფულის უყაირათოდ ხარჯვის სურვილი. მარტივად შეძლებთ საინტერესო და ორიგინალური იდეებით გავლენიანი ადამიანების დაინტერესებს, მათი მხარდაჭერის მიღებას და საკუთარი ავტორიტეტის ამაღლებას. კარგი პერიოდია საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, ახალი და მეტად სარფიანი პროექტების დასაწყებად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. განსაკუთრებული წარმატება ელის მათ, ვინც საგანმანათლებლო ან სამეცნიერო სფეროშია ჩაბმული.

თხის რქა – წარმატების მომტანი კვირაა, რომელიც მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ, რადგან შემდეგი კვირა ბევრად რთული იქნება. მოაგვარეთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე და პრობლემური საკითხი, თამამად შეგიძლიათ მოიძიოთ ახალი სამსახური ან წამოიწყოთ ახალი პროექტი, მოაწესრიგოთ ურთიერთობა ახლობლებთან და სასიყვარულო პარტნიორთან. კარგი პერიოდია მოგზაურობისა და ახალი ნაცნობების შესაძენად, საკუთარ თავში, სურვილებსა და შესაძლებლობებში გასარკვევად, კარიერული ზრდისთვის, პროფესიული განვითარებისა და მატერიალური სტაბილურობის მოსაპოვებლად.

მერწყული – აქტიური, დინამიური კვირაა. მართალია, გარკვეული პრობლემები შეგექმნებათ კოლეგებთან ურთიერთობაში, მაგრამ მარტივად შეძლებთ სირთულეების დაძლევას, ახალი ნაცნობების შეძენასა და საქმიანი კავშირების გაფართოვებას. შეძლებთ გააქტიურებას, ორიგინალურად აზროვნებას და საკუთარი იდეებით სხვათა დაინტერესებას, ინტუიცია კი, აუცილებლად დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში  და სასურველი შედეგის მიღწევაში. კარგი პერიოდია საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად ან ბინის შესაცვლელად, არაა გამორიცხული მიიღოთ მემკვიდრეობა ან საკუთარი წილი ბიზნესიდან. განსაკუთრებული ყურადბის გამოჩენა გმართებთ ჯანმრთელობის მიმართ, რადგან არაა გამორიცხული დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე გაგიმწვავდეთ ძველი დაავადებები.

თევზები – იღბლიანი, საკმაოდ წარმატებული კვირაა. შეძლებთ გააქტიურებას, შემოქმედებითი ნიჭის, ორგანიზატორული უნარის გამოვლენას და საიმედო საქმიანი პარტნიორების შეიძენას. კარგი პერიოდია მოგზაურობისა და ქორწინებისთვის, ახალი ნაცნობების შესაძენად და ძველი კავშირების გასაფართოვებლად, პირადი ურთიერთობების გასარკვევად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარებისთვის, პრეზენტაციების, გამოფენების მოსაწყობად და სხვა სასიკეთო ცვლილებების განსახორციელებლად. გააქტიურდით და ეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ ამ კვირის დადებითი შანსები.

 

გეომაგნიტური დღეები – 18,19 და 20 ივლისი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები