LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (20-26 აგვისტო) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

139

ვერძი – გასულ კვირასთან შედარებით ბევრად სასიკეთო, ჰარმონიული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის მიუხედავად, მაინც შეძლებთ გააქტიურებას, კომუნიკაბელურობის და გონებამახვილობის, შემოქმედებითი პოტენციალის და  ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას. მარტივად შეასრულებთ ყველა დავალებას, მოაგვარებთ პრობლემებს და გამოასწორებთ შეცდომებს, ინტუიცია კი, აუცილებლად დაგეხმარებათ სწორი ნაბიჯების გადადგმასა და სწორი არჩევანის გაკეთებაში. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, ცოდნის, ახალი შთაბეჭდილებების შესაძენად, სულიერი და ინტელექტუალური განვითარებისთვის.

კურო – წინა კვირასთან შედარებით, ბევრად პოზიტიური კვირაა. გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და მეტი კომუნიკაბელურობის გამოვლენას, გაიზრდება თქვენი ნდობა მეგობრების მიმართ და იგრძნობთ ახლობელთა მხარდაჭერას. კარგი პერიოდია მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სასიყვარულო და საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობის მოსაგვარებლად, მნიშვნელოვანი პრობლემების გადასაწყვეტად და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, არაა გამორიცხული შეძლოთ  გლობალური მიზნების განხორციელებაც.

ტყუპები – საკმაოდ კარგი, ჰარმონიული კვირაა. შეძლებთ ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას და ძველი იდეების, პროექტების რეალიზაციას, მიღებული ინფორმაციის სწორად გაანალიზებას და თქვენს სასარგებლოდ გამოყენებას. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის და უცხოელ პარტნიორებთან კონტაქტების დასამყარებლად, ცხოვრების პირობების და მატერიალური მდგომარების გასაუმჯობესებლად, რომანტიკული თავგადასავლებისთვის, ნიშნობისა და ქორწინებისთვის.

კირჩხიბი – კარგი, მეტად ნაყოფიერი კვირაა. შეძლებთ საინტერესო პროექტების რეალიზებას, პროფესიულ განვითარებას და კარიერულ წინსვლას, ახალი საქმიანი კონტაქტების დამყარებას და ფინანსური სტაბილურობის მოპოვებას, არაა გამორიცხული მიიღოთ მაღალი თანამდებობაც. კარგი პერიოდია სასიყვარულო პარტნიორთან უთანხმოების მოსაგვარებლად, მეგობრებთან, ნათესავებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად და სხვა სასიკეთო ცვლილებების განსახორციელებლად.

ლომი – საკმაოდ მშვიდი, პოზიტიური კვირაა. შეძლებთ მობილიზებას და მნიშვნელოვან საკითხებში სწრაფად გარკვევას, ყოველდღიური ყოფითი პრობლემების მოგვარებას და ძველი სამსახურეობრივი საქმეების დასრულებას, მარტივად გადაწყვეტთ ყველა ფინანსურ დავას და გაიუმჯობესებთ მატერიალური მდგომარეობას. კარგი პერიოდია სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად, უძრავი ქონების შესაძენად ან საცხოვრებლის შესაცვლელად, გავლენის სფეროების გასაფართოვებლად და ახალი საქმის დასაწყებად.

ქალწული – გასულ კვირასთან შედარებით ბევრად მშვიდი კვირაა. შეძლებთ გააქტიურებას, კომერციული ნიჭის და ორგანიზატული უნარების გამოვლენას, ახალი ბიზნეს გეგმების შემუშავებას და მათში მეგობრების, ახლობლების ჩართვას. კარგი პერიოდია სასიყვარულო პარტნიორთან, ახლობლებთან უთანხმოების მოსაგვარებლად და საკამათო საკითხების გადასაწყვეტად. ეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ ყველა პოზიტიური შანსი, რადგან შემდეგი კვირა ბევრად რთული და დაძაბული იქნება.

სასწორი – აქტიური და მეტად ნაყოფიერი კვირაა. მოულოდნელად განვითარებული მოვლენები აბსოლუტურად განსხვავებულად დაგანახებენ არსებულ სიტუაციას და დაგეხმარებიან პრობლემების მარტივად გადაწყვეტაში, შეძლებთ ძველი დაპირებების შესრულებას და ვალების გასტუმრებას, სასიყვარულო პარტნიორთან და მეგობრებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. კარგი პერიოდია ინტელექტუალური პოტენციალის გამოსავლენად და კოლეგების მხარდაჭერით ახალი პროექტების შესამუშავებლად, გავლენის სფეროების გასაფართოვებლად და მატერიალური მდგომარების გასაუმჯობესებლად, არაა გამორიცხული მიიღოთ მემკვიდრეობაც.

მორიელი – საკმაოდ პოზიტიური, ჰარმონიული კვირაა. გაძლიერდება ენერგოტონუსი,  შეძლეთ გააქტიურებას, შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას და ძველი საქმეების დასრულებას. კარგი პერიოდია პოპულარობის მოპოვებებლად და გავლენის სფეროების გასაფართოვებლად, მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და კოლეგებთან უთანხმოების დასაძლევად, რადგან საერთო ინტერესების ფონზე ბევრად მარტივად შეძლებთ მათთან საერთო ენის გამონახვას.

მშვილდოსანი – საკმაოდ წარმატებული კვირაა. შეგიძლიათ თამამად მიმართოთ  ხელმძღვანელებს, გააცნოთ საკუთარი წინადადებები და მიიღოთ საჭირო დაფინანსება. კარგი პერიოდია სასიყვარულო და ბიზნეს პარტნიორებთან უთანხმოების დასაძლევად, ახალი კონტაქტების დასამყარებლად და საინტერესო საქმის დასაწყებად, ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ეცადეთ გააქტიურდეთ, გამოიჩინოთ ინიციატივა და გამოიყენოთ ამ კვირის ყველა პოზიტიური შანსი.

თხის რქა – წინა კვირასთან შედარებით ბევრად წარმატებული კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, ახალი და საინტერესო კონტაქტების დამყარებას, იდეების რეალიზაციას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, ბინის შესაცვლელად და ახალი სამუშაოს მოსაძიებლად, შეცდომების გამოსასწორებლად და დაკარგული პოზიციების აღსადგენად.

მერწყული – აქტიური და მეტად ნაყოფიერი კვირაა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას, მოულოდნელად განვითარებული მოვლენები კი, ავტორიტეტის გაზრდასა და გავლენის სფეროების გართოვებაში დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია მოგზაურობისა და ცოდნის შესაძენად, იდეების განსახორციელებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, კონფლიქტების მოსაგვარებლად და ძველი ურთიერთობების აღსადგენად.

თევზები – ჰარმონიული, მეტად სასიკეთო კვირაა. სირთულეების მიუხედავად, სწრაფად გაერკვევით პრობლემებში და მარტივად დაძლევთ ყველა უთანხმოებას, ინტუიცია კი, აუცილებლად დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში. შეძლებთ გააქტიურებას, პოპულარობის მოპოვებას, შემოქმედებითი ნიჭის ახლებურად გამოვლენას და გარშემომყოფთა გაკვირვებას. კარგი პერიოდია საკუთარ სურვილებში, შესაძლებლობებში გასარკვევად და პრიორიტეტების განსასაზღვრად, არაა გამორიცხული შეიძინოთ ახალი გავლენიანი ნაცნობები, რომლებიც რადიკალურად შეცვლიან თქვენს ცხოვრებას.

 

გეომაგნიტური დღეები – 20, 23, 24 და 26 აგვისტო.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები