LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (23-29 ივლისი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

101

მიხეილ ცაგარელის კვირის (23-29 ივლისი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

ვერძი – დაძაბული, საკმაოდ კომფლიქტური კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის,  არასტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე არ ღირს  ზედმეტად გადატვირთვა, მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღებას, რადგან გამორიცხული არაა, ურთიერთობის გარკვევა მოგიწიოთ, როგორც ოჯახის წევრებთან, ისე კოლეგებთან და საქმიან პარტნიორებთან. გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და დიპლომატია, რათა თავი დააღწიოთ სერიოზულ პრობლემებს. გაგიჭირდებათ შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა და პროექტების რეალიზაცია, რადგან კოლეგები და ხელმძღვანელები არ მოიწონებენ თქვენს იდეებს და მხოლოდ კრიტიკას დაიმსახურებთ, რაც მორიგი კონფლიქტის მიზეზი გახდება. შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმეებით და ეცადეთ, მაქსიმალურად მშვიდად გაიაროთ საკმაოდ რთული პერიოდი.

კურო – დინამიური, სწრაფად ცვალებადი კვირაა. გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ემოციური და ჯანმრთელობის მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივისა და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას. მართალია, მოაგვარებთ გარკვეულ საკითხებს, მაგრამ ურთიერთობა დაგეძაბებათ კოლეგებთან. ეცადეთ ობიექტურად შეხედოთ მოვლენებს და  მიიღოთ პრაგმატული გადაწყვეტილება, რადგან ილუზიებით ცხოვრება მხოლოდ პრობლემებს მოგიტანთ. კარგი პერიოდია კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარებისთვის, იდეების განსახორციელებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ტყუპები – რთული, საკმაოდ პრობლემური კვირაა, რადგან სწორედ ახლა მოგიწევთ ძველ შეცდომებზე პასუხისგება. არაა გამორიცხული მიიღოთ გაუაზრებელი გადაწყვეტილება და აღმოჩნდეთ მეტად არასასიამოვნო სიტუაციაში. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ემოციური და ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაღალია ტრავმების და ავარიების ალბათობაც, ამიტომ მოერიდეთ სარისკო მოქმედებს და საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას. მაქსიმალურად შეამცირეთ აქტივობა და გადაერთოთ ცხოვრების მშვიდ რიტმზე, დაზოგეთ ენერგია და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელეთ პრინციპით “შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი”.

კირჩხიბი – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. მართალია, გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობა, შეძლებთ გარკვეული იდეების რეალიზაციას, მაგრამ მოზღვავებული ემოციების ფონზე ნებისმიერი წვრილმანი დაგაკარგინებთ მოთმინებას,  ვერ  ასცდებით კონფლიქტს კოლეგებსა და ხელმძღვანელებთან, რაც ნაკლებად სასიამოვნო გადაწყვეტილებების მიღებას გაიძულებთ. გამოიჩინეთ დიპლომატია და თავშეკავება, იმოქმდეთ ფრთხილად და გააზრებულად, რათა უფრო მეტად არ დაამძიმოთ ისედაც რთული სიტუაცია.

ლომი – მართალია, მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირის ფავორიტიც სწორედ თქვენ ბრძანდებით, მაგრამ მაინც მოგიწევთ ემოციებისა და ამბიციების გაკონტროლება, რათა ურთიერთგაგების შემცირების ფონზე არ გამოიწვიოთ კონფლიქტი კოლეგებსა და საქმიან პარტნიორებთან. საგრძნობლად გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობაც. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას, კვირის მეორე ნახევრიდან სასიკეთო შანსი მოგეცემოთ საქმიანობის ყველა სფეროში, მთავარია აკონტროლოთ ემოციები და წარმატება თქვენს მხარე იქნება.

ქალწული – საკმაოდ რთული, დაძაბული კვირაა, რადგან ინტერესთა კონფლიქტი არ მოგცემთ კოლეგებთან საერთო ენის მოძიების საშუალებას და არ გექნებათ დათმობაზე წასვლის სურვილი. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა, ადვილად გაღიანდებით, კომპლექსები და შინაგანი შიშები კი, ხელს შეგიშლიან ცივი გონებით განსჯისა და გადაწყვეტილების მიღებაში. შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმეებით, მეტი დაისვენეთ და ყურადღბა მიაქციეთ ჯანმრთელობას, მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღებას.

სასწორი – რთული, მეტად კონფლიქტური კვირაა. პრობლემები შეგექმნებათ ახლობლებთან  და კოლეგებთან ურთიერთობაში, რადგან არაა გამორიცხული ერთობლივ პროექტებზე მუშაობა სერიოზული კონფლიქტის მიზეზი გახდეს. მაქსიმალურად ფრთხილად და წინდახედულად გამოიყენეთ საკუთარი ძალაუფლება, ნუ აიძულებთ გარშემომყოფებს თქვენი სურვილების გათვალისწინებას, რადგან მხოლოდ მათ უკმაყოფილებას და ნეგატიურ რეაქციას გამოიწვევთ. არ ღირს სიცრიუს თქმაც, რადგან სასურველ შედეგს ვერ მიაღწევთ და მხოლოდ საკუთარ რეპუტაციას აზარალებთ. მართალია, გაძლიერედება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ გაგჭირდებათ ემოციების მართვა, სულსწრაფობა კი, საკმაოდ სერიოზულ შეცდომებს დაგაშვებინებთ.

მორიელი – საკმაოდ რთული კვირაა. საგრძნობლად დასუსტდებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა, ამიტომ უმჯობესია მოერიდოთ სარისკო მოქმედებებს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, აიღოთ მცირე პაუზა და მეტი დაისვენოთ, გაერკვეთ საკუთარ სურვილებში და სწორად გადაანაწილოთ პრიორიტეტები. ნაკლებად წარმატებული კვირაა ახალი პროექტების დასაწყებად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. თავი შეიკავეთ მოლაპარაკებების გამართვისა და კოლეგებთან ურთიერთობის გარკვევისგან, რადგან არაა გამორიცხული უმნიშვნელო წვრილმანი საკმაოდ სერიოზულ კონფლიქტში გადაიზარდოს.

მშვილდოსანი – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. მართალია, საგრძნობლად გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, მაგრამ ფინანსური ზარალი მნიშვნელოვნად შეარყევს თქვენს თვითრწმენას და არაა გამორიცხული უსიამოვნებაც მოგივიდეთ საქმიან პარტნიორებთან. განსაკუთრებული ყურადღბის გამოჩენა გმართებთ ახლობლებთან ურთიერთობაში, რადგან ვერ შეძლებთ კომპრომისის მოძიებას, უმნიშვნელო კონფლიქტი კი, სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზრდება.

თხის რქა – მეტად დაძაბული კვირაა. გამოიჩინოთ მეტი სიფრთხილე, რადგან გაუაზრებელი მოქმედება აუცილებლად სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნით. არაა გამორიცხული ფინანსური ზარალი იმდენად სოლიდური აღმოჩნდეს, რომ პარტნიორისთვის საკუთარი ქონების დათმობაც კი მოგიხდეთ. ენდეთ ინტუიციას, იმოქმედეთ პრინციპით “შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი” და მოერიდეთ სარიკო მოქმედებებს, შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმეებით და იფიქრეთ სამომავლო გეგმებზე.

მერწყული – სასიკეთო, საკმაოდ წარმატებული კვირაა. საგრძნობლად გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, კონტაქტურობისა და კომუნიკაბელურობის გამოვლენას, გარშემომყოფებზე გავლენის გაძლიერებას და ნებისმიერი ურთიერთობის თქვენს სასარგებლოდ წარმართვას, რაც აუცილებლად დაგეხმარებათ მიზნებისა რეალიზაციასა და სურვილების ასრულებაში. კარგი პერიოდია პროფესიული განვითარებისა და ბიზნესის გასაფართოვებლად, მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ახალი, საინტერესო ნაცნობების შესაძენად.

თევზები – რთული, ნაკლებად სასიკეთო კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა. მოგიწევთ ძველი პირობების შესრულება ან ვალების გასტუმრება, რაც სერიოზული დანაკარგის და კონფლიქტის მიზეზი გახდება. კვირის მეორე ნახევარში განსაკუთრებით გაგიჭირდებათ ემოციების მართვა და სულსწრაფობის დაძლევა, ამიტომ იმოქმედეთ ფრთხილად და  წინდახედულად, რათა არ დაუშვათ შეცდომა, რომლის გამოსწორება ძალიან გაგიჭირდებათ. იმუშავეთ დამოუკიდებლად და მოერიდეთ კოლექტიურ პროექტებს, რადგან ნებისმიერი პარტნიორობა თქვენთვის არასასურველი შედეგით დასრულდება.

 

გეომაგნიტური დღეები – 25, 27, 28 და 29 ივლისი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები