LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (3-9 სექტემბერი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

70

მიხეილ ცაგარელის კვირის (3-9 სექტემბერი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერძი – ნაკლებად სასიკეთო კვირაა, რადგან დედამიწის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება თქვენს ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, გაგიჭირდებათ რეალობის ობიექტურად აღქმა, მოიმატებს დაბნეულობა და შეცდომების დაშვების ალბათობა. არაა გამორიცხული მოექცეთ სხვათა გავლენის ქვეშ, აღმოჩნდეთ თაღლითების ან მატყუარა ნაცნობების სიცრუის მსხვერპლი. ნაკლებად სასიკეთო პერიოდია ფინანსური ოპერაციების განსახორციელებლად, რადგან სერიოზულ პრობლემებს შეიქმნით საკუთარი სულსწრაფობით, დაუდევრობით და ვერც ზარალს აიცილებთ თავიდან, გადაუჭრელი ფინანსური საკითხები კი, დამატებით უსიამოვნებებს შეგიქმნით ახლობლებთან და საყვარელ ადამიანებთნ ურთიერობაში. ეცადეთ ფრთხილად და მეტი თავშეკავებით გაიაროთ საკმაოდ რთული კვირა, არ დაგეგმოთ არაფერი ახალი და სარისკო, გადაერთოთ ცხოვრების მშვიდ რიტმზე და შემოიფარგლოთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით.

კურო – საკმაოდ რთული კვირაა პარტნიორული ურთიერთობების თვალსაზრისით, რადგან ვერ შეძლებთ გრძობების მართვას, მოჭარბებული ემოციები კი, უსაფუძვლო ეჭვების და სერიოზული კონფლიქტების მიზეზი გახდება როგორც საქმიან, ისე სასიყვარულო პარტნიორებთან. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას, მაგრამ იძულებული გახდებით ყურადღება გამოიჩინოთ გარშემომყოფთა მიმართ, რომლებიც საკუთარი პირფერობით დაგაბნევენ, შეცდომაში შეგიყვანენ და მოტყუებასაც შეეცდებიან, ჭორებითა და ინტრიგებით კი, სერიოზულ ზიანს მიაყენებენ თქვენს პირად ცხოვრებას. კარგი პერიოდია თვითგამოხატვისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის, პროფესიული წინსვლისა და კარიერული განვითარებისთვის.

ტყუპები – რთული და პრობლემური კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. გააქტიურდებიან ფარული მტრები და კონკურენტები, რომლებიც ჭორებითა და ინტრიგებით სერიოზულ ზიანს მიაყენებენ თქვენს პარტნიორულ ურთიერთობებს და უსიამოვნებებს შეგიქმნით პირად ცხოვრებაში. არაა გამორიცხული დაკარგოთ ინტერესი საყვარელი საქმის მიმართ ან სრულად შეგეცვალოთ პრიორიტეტები. ნაკლებად წარმატებული პერიოდია უთანხმოების და ძველი კონფლიქტების მოსაგვარებლად, მეტიც, იძულებული გახდებით  სიფრთხილე და მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინოთ კოლეგებთან, ოჯახის წევრებთან ურთიერთობისას, რათა წვრილმანებით გაღიზიანებულმა უსაფუძვლოდ არ წამოიწყოთ არაფრისმომცემი დავა.

კირჩხიბი – მრავალფეროვანი, თუმცა საკმაოდ რთული კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობა, შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენას, მაგრამ მოულოდნელად განვითარებული მოვლენები გეგმების გადახედვას და საჭიროების შემთხვევაში მათ შეცვლას გაიძულებენ, არაა გამორიცხული ჩანაფიქრის განხორციელებაზე სერიოზულმა ფინანსურმა პრობლემებმაც გათქმევინონ უარი.

ლომი – დინამიური, მაგრამ საკმაოდ პრობლემური კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობა, სწრაფად დაიღლებით და შესაძლოა გახდეთ ავადაც, სიზარმაცე კი, აქტიურ მოქმედებასა და გეგმების განხორციელებაში შეგიშლით ხელს. გამოიჩინეთ მაქსიმალური ყურადღება გარშემომყოთა მიმართ, რათა არ მოექცეთ მათი გავლენის ქვეშ და არ დაუშვათ გამოუსწორებელი შეცდომა, აკონტროლეთ ემოციები ახლობლებთან ურთიერთობისას, რადგან მაღალია მათთან კონფლიქტების ალბათობა. კარგი პერიოდია კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარებისთვის, ბიზნესის გაფართოებისა და საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად, სასიყვარულო პარტნიორთან ძველი უთანხმოების მოსაგვარებლად და პირად ცხოვრებაში ცვლილებების შესატანად.

ქალწული – მართალია, მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, მაგრამ კვირა მაინც რთული და არასტაბილური იქნება. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას, თუმცა დედამიწის უარყოფითი ენერგოველი სხვა ნიშნების მსგავსად თქვენც შეგიქმნით სერიოზულ პრობლემებს. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა გმართებთ საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობისას, რადგან ნაკლებად მოისურვებთ მათი შეხედულებების გაზიარებას, დამორჩილებას და არც კონფლიქტში ჩაბმას მოერიდებით. თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისგან და პარტნიორების გარეშე, დამოუკიდებლად მოქმედებისგან. კარგი პერიოდია იდეების განსახორციელებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, თუმცა მაინც არ ღირს ზედმეტი ხარჯის გაწევა.

სასწორი – მეტად რთული, მნიშვნელოვანი გარდაქმნების კვირაა, რაც გარკვეული ემოციური არასტაბილურობის მიზეზი გახდება. მაღალია ტრავმებისა და ავარიების ალბათობა, არაა გამორიცხული მოექცეთ სხვათა ნეგატიური გავლენის ქვეშ, მოჭარბებული ილუზიები კი, ხელს შეგიშლიან რეალობის ობიექტურად აღქმასა და სერიოზულ შეცდომებს დაგაშვებინებთ. უმჯობესია ისარგებლოთ მცირე პაუზით ან თავი შეიკავოთ აქტიური, სარისკო მოქმედებებისგან, გადაერთოთ ცხოვრების მშვიდ რიტმზე და შემოიფარგლოთ მხოლოდ ყოველდღიური ვალდებულებებით.

მორიელი – მართალია, საკმაოდ საინტერესო კვირაა, რადგან ახლობლების და მეგობრების მხარდაჭერით თამამად შეძლეთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, მაგრამ დისჰარმონიული კოსმიური ძალები მაინც სერიოზულ დისონანსს შემოიტანენ თქვენს საქმიან  ურთიერთობაში, დაკარგავთ კოლეგების და პარტნიორების ნდობას, რაც ნეგატიურად აისახება კოლექტიურ საქმიანობაზე. არაა გამორიცხული სერიოზულ კონკურენციაში მოგიწიოთ ჩაბმა, რომლისთვისაც არ აღმოჩნდებით მზად და ზედმეტად ემოციურად აღიქვამთ მიმდინარე მოვლენებს, ნაჩქარევი გადაწყვეტილება კი, დამატებით პრობლემებს შეგიქმნით.

მშვილდოსანი – საკმაოდ რთული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, სულსწრაფობა კი, სერიოზულ შეცდომებს დაგაშვებინებთ. არაა გამორიცხული კონფლიქტში ჩაებათ კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან, არაკეთილმოსურნები და ფარული მტრები კი, ჭორებითა და ინტრიგებით შელახავენ თქვენს რეპუტაციას. მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას და მათთვის საკუთარი გეგმების განდობას, რადგან ამგვარი გულწრფელობა მხოლოდ უსიამოვნებებს მოგიტანთ, არ ღირს არც უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებების გაფორმება, რადგან მოლაპარაკებები არ გაამართლებს და შესაძლოა მოტყუებულიც აღმოჩნდეთ.

თხის რქა – დაძაბული, ნაკლებად სტაბილური კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას, მაგრამ ნეგატიური კოსმიური ენერგია მაინც უარყოფითად აისახება თქვენს საქმიანობაზე. გააქტიურდებიან ფარული მტრები და მოშურნეები, რომლებიც ჭორებით და ინტრიგებით შეეცდებიან პრობლემების შექმნას და მატერიალურადაც გაზარალებენ. ნაკლებად სასიკეთო პერიოდია მოგზაურობისთვის და ახალი საქმის დასაწყებად, უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის და მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გასაფორმებლად.

მერწყული – რთული, საკმაოდ დისჰარმონიული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მაღალია, ტრავმებისა და ავარიების, კონფლიქტებისა და დაპირისპირების ალბათობა როგორც საქმიან, ისე სასიყვარულო პარტნიორებთან. ნაკლებად წარმატებული იქნება კოლექტიური საქმიანობა და მარცხით დასრულდება სხვათა დახმარებით მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრის ნებისმიერი მცდელობა. უსიამოვნებას მოგიტანთ ეჭვიანობა და ახლობლების უნდობლობა, სულსწრაფობა და დაუფიქრებელი მოქმედება კი, სერიოზულ შეცდომებს დაგაშვებინებთ, რომელთა გამოსწორება ძალიან გაგიჭირდებათ. გამოიჩინეთ მეტი ყურადღება და თავდაჭერა, მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას და ხელშეკრულებების გაფორმებას.

თევზები – ნაკლებად სტაბილური კვირაა. მართალია, საგრძნობლად გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, ინტუიციაზე დაყრდნობით კი, აუცილებლად სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ, მაგრამ სერიოზული პრობლემები შეგექმნებათ კოლეგებთან და ახლობლებთან ურთიერთობაში. ეცადეთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი კვირის დასაწყისში მოაგვაროთ, რადგან მეორე ნახევარი ნაკლებად იღბლიანი და საკმაოდ რთული იქნება. არ აღმოჩნდებით მზად რადიკალური ცვლილებებისთვის და ვერ შეძლებთ პარტნიორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას, მათი ზეწოლა კი, თქვენს დაბნეულობას გამოიწვევს, სერიოზულ შეცდომებს დაგაშვებინებთ და შესაძლოა ერთობლივ პროექტებზეც მოგიწიოთ უარის თქმა.

გეომაგნიტური დღეები – 3, 4, 6 და 9 სექტემბერი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები