LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (30 ივლისი – 5 აგვისტო) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

209

მიხეილ ცაგარელის კვირის (30 ივლისი – 5 აგვისტო) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

ვერძი – სასიკეთო შესაძლებლობების კვირაა. იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, გახდებით ბევრად აქტიური და ენერგიული, შეძლებთ ინიციატივის, გონებამახვილობის და კომუნიკაბელურობის გამოვლენას, მარტივად დაასრულებთ ძველ საქმეებს და მოაგვარებთ  პრობლემებს, თუმცა მხოლო ერთი პირობით – თუ არ გადააფასებთ საკუთარ შესაძლებლობებს და რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთების ნაცვლად მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანს აირჩევთ. კარგი პერიოდია კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარებისთვის, ბიზნესის გაფართოებისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მთავარია სწორად განსაზღვროთ პრიორიტეტები და არ იჩქაროთ, რადგან სულსწრაფობა მხოლოდ ფუჭად დაგახარჯინებთ დროს, ენერგიას  და არ მოგცემთ სასიკეთო შესაძლებლობის გამოყენების საშუალებას.

კურო – ნაკლებად პოზიტიური კვირაა, რომელიც განსაკუთრებულ სიფრთხილეს და ყურადღებას მოითხოვს. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე სწრაფად დაიღლებით და შესაძლოა გახდეთ ავადაც. უმჯობესია აიღოთ მცირე პაუზა და მოერიდოთ საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღებას. გადაერთეთ ცხოვრების მშვიდ რიტმზე და  შემოიფარგლეთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით. არაა გამორიცხული მიიღოთ მეტად არასასიამოვნო შეტყობინება, პრობლემები შეგექმნათ სამსახურში ან ურთიერთგაგების შემცირების ფონზე კონფლიქტში ჩაებათ კოლეგებთან და მეგობრებთან.

ტყუპები – საკმაოდ სტაბილური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის, კომუნიკაბელურობის და გონებამახვილობის გამოვლენას.  სწრფად გამონახავთ საერთო ენას გარშემომყოფებთან, მარტივად დაძლევთ ძველ უთანხმოებას და ურთიერთობას გაარკვევთ როგორც მეგობრებთან, ისე სასიყვარულო პარტნიორთან. კარგი პერიოდია პროფესიული წინსვლისა დაკარიერული განვითარებისთვის, იდეების რეალიზაციისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

კირჩხიბი – დაძაბული, ნაკლებად სასიკეთო კვირაა. შემცირებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობა, ადვილად დაიღლებით და შესაძლოა გახდეთ ავადაც, მაღალია ტრავმებისა და ავარიების ალბათობაც. გამოიჩინეთ ყურადღება და მეტი დიპლომატია კოლეგებთან და საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობისას, რათა ახალ პროექტებზე კამათი მოულოდნელად არ გადაიზარდოს სერიოზულ დაპირისპირებაში. თავი შეიკავეთ ფინანსური ოპერაციებისგან, რადგან შემოსავლის მიღების ნებისმიერი მცდელობა მხოლოდ მარცხით დასრულდება, არაა გამორიცხული მოგიწიოთ ძველი ვალების გასტუმრება ან ჯარიმების დაფარვა.

ლომი – მზე ახლა თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირაც იღბლიანი და მეტად წარმატებული იქნება. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე მარტივად შეძლებთ ინიციატივის და შემოქმედებითი პოტენციალის, კომუნიკაბელურობის და ორატორული ნიჭის გამოვლენას, ავტორიტეტის გაძლიერებას და საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებას. მართალია, მოგიწევთ კონკურენტებთან ბრძოლა, მაგრამ ინტუიციისა და ძლიერი ნებისყოფის წყალობით პრობლემების გარშე მიაღწევთ სასურველ შედეგს, ილუზიებისგან განთავისუფლება და მოვლენების ობიექტურად შეფასების უნარი კი, აუცილებლად დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. კარგი პერიოდია პროფესიული განვითარებისა და ბიზნესის გასაფართოვებლად, სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობის გასარკვევად და კოლეგებთან ძველი უთანხმოების მოსაგვარებლად.

ქალწული – დაძაბული, მეტად დისჰარმონიული კვირაა. საგრძნობლად დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა. მართალია, ნაკელბად გაქვთ მუშაობის სურვილი, მაგრამ ცვლილებები პროფესიულ სფეროში მაინც გაიძულებენ აქტიურ მოქმედებას. არაა გამორიცხული ურთიერთგაგების შემცირების და ინტერესთა დაპირისპირების ფონზე სერიოზულ კონფლიქტშიც ჩაებათ კოლეგებთან. ეცადეთ მეტი დაისვენოთ, მოერიდოთ სარისკო მოქმედებებს და საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას, გადაერთეთ ცხოვრების მშვიდ რიტმზე და შემოიფარგლეთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით, უმჯობესია თვალი გადაავლოთ წარსულის შეცდომებს და მათი გათვალისწინებით დასახათ სამომავლო გეგმები.

სასწორი – რთული, ნაკლებად იღბლიანი კვირაა. საგრძნობლად დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთეობის მდგომარეობაც. არ ღირს გადატვირთვა, საკუთარ თავზე დამატებითი პასუხიმგებლობის და ვალდებულებების აღება, რადგან შეუსრულებელი პირობები აუცილებლად გამოიწვევს კონფლიქტს კოლეგებთან. ნაკლებად წარმატებული პერიოდია თანამშრომლობისა და ერთობლივ პროექტებზე მუშაობისთვის. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ თუ საზოგადოებრივ საქმეში ხართ ჩართული და განკარგავთ საერთო თანხას, რადგან არაა გამორიცხული სერიოზული უსიამოვნება შეგექმნათ საგადასახადო სამსახურებთან.

მორიელი – მეტად რთული, კონფლიქტური კვირაა. საგრძნობლად დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა, ამიტომ არ ღირს გადატვირთვა და საკუთარ თვაზე დამატებითი ვალდებულებების აღება. უმჯობესია ისარგებლოთ პაუზით, დაისვენოთ და შემოიფარგლოთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით, რადგან გაგიჭირდებათ დაპირებების შესრულება, რაც კოლეგების, ხელმძღვანელების უკმაყოფილებას გამოიწვევს და მოგიწევთ მათი კრიტიკის მოსმენა. არაა გამორიცხული ურთიერთობა დაგეძაბოთ ახლობლებთან და სასიყვარულო პარტნიორთან, რომელთაც ზედმეტად ბევრი პრეტენზია ექნებათ. მოერიდეთ ნებისმიერ კამათს, რადგან გააქტიურებული კონკურენტები არ მოერიდებიან თქვენს წინააღმდეგ ინტრიგების გაბმას. იმოქმედეთ გააზრებულად და წინასწარ დასახული გეგმით, რათა თავიდან აიცილოთ უსიამოვნებები და გაუთვალისწინებელი პრობლემები.

მშვილდოსანი – პოზიტიური და დინამიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე გაგიუმჯობესდებათ განწყობა და მეტი ოპტიმიზმით შეხედავთ მომავალს. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას. კარგი პერიოდია ახალი საქმის ან სამსახურის დასაწყებად, მოგზაურობისა და საჭირო ნაცნობების შესაძენად, იმ პარტნიორების ან თანამოაზრების მოსაძიებლად, ვინც ცვლილებებს შემოიტანს თქვენს ცხოვრებში და დაგეხმარებათ შემდგომ წინსვლასა და წარმატებაში. ეცადეთ აქტიურად გაიაროთ კვირა და მაქსიმალურად გამოიყენოთ ყველა პოზიტიური შესაძლებლობა.

თხის რქა – რთული, ნაკლებად იღბლიანი კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა. არ ღირს გადატვირთვა და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება, მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას, გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და თავშეკავება კოლეგებთან და მეგობრებთან ურთიერთობისას, რადგან მაღალია კონფლიქტების ალბათობა. მაქსიმალურად აკონტროლეთ ფინანსები, რათა გაუთვალისწინებელმა ხარჯებმა არ შეგიქმნათ სერიოზული პრობლემები.

მერწყული – დინამიური, მეტად მრავალფეროვანი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას, საკუთარი ინტერესების დაცვას და ძველი იდეების განხორციელებას, მიმდინარე მოვლენების გაკონტროლებას და პრობლემების მარტივად მოგვარებას. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, საჭირ ინფორმაციის და ცოდნის მისაღებად, ახალი ნაცნობების შესაძენად და ძველ მეგობრებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.

თევზები – რთული, მეტად დისჰარმონიული კვირაა. საგრძნობლად დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე სწრაფად დაიღლებით და არაა გამორიცხული გახდეთ ავადაც. დაკარგავთ საკუთარი თავის რწმენას და გაგიჭირდებათ გადაწვეტილებების მიღება, იძულებული გახდებით გაიხსენოთ ძველი დაპირებები და კოლეგების მკაცრი კონტროლით მოაგვაროთ ნაკლებად სასიამოვნო საკითხები, რაც თქვენს გაღიზიანებას, სერიოზულ უკმაყოფილებას გამოიწვევს და ნეგატიურად აისახება საერთო განწყობაზე. ნაკლებად წარმატებული პერიოდია ახალი საქმის, სამსახურის დასაწყებად, მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების და კონტრაქტების გასაფორმებლად.

 

გეომაგნიტური დღეები – 1, 3 და 4 აგვისტო.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები