LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

22

მიხეილ ცაგარელის კვირის (25-31 დეკემბერი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

* ვერძი – საკმაოდ რთული კვირაა. საგრძნობლად დასუსტდება ენერგოტონუსი, არასტაბილური იქნება ემოციონალური მდგომარეობაც. პრობლემები შეგექმნებათ სამსახურში, გექნებათ გაუთვალისწინებელი ხარჯები, არაა გამორიცხული რადიკალურად შეიცვალოს წინასწარ დასახული გეგმებიც. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და თავდაჭერა, მაქსიმალურად აკონტროლეთ საკუთარი ემოციები, შემოიფარგლეთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით და არ დაგეგმოთ არაფერი ახალი ან სარისკო.

 

* კურო – საკმაოდ პოზიტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის და ემოციონალური სტაბილურობის ფონზე, შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივისა და კომუნიკაბელურობის გამოვლენას. კარგი პერიოდია პროფესიონალური განვითარებისთვის და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, საიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობის მოსაწესრიგებლად და საკუთარი ცხოვრების სასიკეთოდ შესაცვლელად.

 

* ტყუპები – ნაკლებად სტაბილური კვირაა. საგრძნობლად დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე, გაგიჭირდებათ სულსწრაფობის დაძლევა და ემოციების მართვა, გარკვეულ პრობლემებს შეგიქმნით თვითრწმენის დაკარგვა და ფულის უყაირათოდ ხარჯვის სურვილი. ეცადეთ მეტი დაისვენოთ და არ გადაიტვირთოთ, მოერიდოთ სარისკო მოქმედებებს და საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებას. მაქსიმალურად შეზღუდეთ ურთიერთობა გარშემომყოფებთან, რადგან არაა გამორიცხული გქონდეთ კარმული შეხვედრა, რაც საკმაოდ სერიოზულ უსიამოვნებას მოგიტანთ.

 

* კირჩხიბი – საკმაოდ სასიკეთო კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე, გახდებით ბევრად აქტიური და ინიციატივიანი. გექნებათ ახალი იდეები, მიიღებთ საინტერესო ინფორმაციას, შეძლებთ მრავალფეროვანი შანსების თქვენს სასიკეთდ გამოყენებას. თუმცა, პროფესიონალური წარმატების მიუხედავად, გარკვეული სირთულეები შეეგექმნებათ პირად ცხოვრებაში, ენდეთ საკუთარ ინტუიციას, გამოიჩინეთ მეტი დიპლომატია, რადგან სხვა შემთხვევაში აუცილებლად დაგეძაბებათ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან, რაც მეტად ნეგატიურად აისახება თქვენს გუნება-განწყობაზე და შეაფერხებს წინსვლას ნებისმიერ სფეროში.

 

* ლომი – ნაკლებად პოზიტიური კვირაა. საგრძნობლად დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე იძულებული გახდებით შეამციროთ აქტიურობა, მოერიდოთ სარისკო მოქმედებებს, ინიციატივის გამოჩენას და საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებას. ეცადეთ მეტი დაისვენოთ და მხოლოდ სასიამოვნო საახალწლო სამზადისით დაკავდეთ.

 

* ქალწული – საკმაოდ ჰარმონიული კვირაა. გაძლიერდებული ენერგოტონუსის ფონზე გახდებით ბევრად ორგანიზებული, დისციპლინირებული და მართალია, გააქტიურებულს არც მუშაობა დაგეზარებათ, მაგრამ უმჯობესია ისარგებლოთ მცირე პაუზით და ორგანიზმთან ერთად გონებაც დაასვენოთ. კარგი კვირაა მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთობების მოსაწესრიგებლად და საკუთარი ცხოვრების სასიკეთოდ შესაცვლელად.

 

* სასწორი – ნაკლებად სტაბილური კვირაა. საგრძნობლად დასუსტდება ენერგოტონუსი, ადვილად დაიღლებით, არაა გამორიცხული თავი შეგახსენონ ძველმა სნეულებებმაც, მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს, რადგან თვითრწმენის დაკარგვასთან ერთად, გაგიჭირდებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღება, არასწორად გააზრებული ინფორმაცია კი, საკმაოდ სერიოზული შეცდომების მიზეზი გახდება. გადაერთეთ ცხოვრების მშვიდ რიტმზე, დაისვენეთ და მეტი ყურადღბა დაუთმეთ ახლობლებთან ურთიერთობას.

 

* მორიელი – საკმაოდ პოზიტიური კვირაა. გაძლირებული ენერგოტონუსის ფონზე, გახდებით ბევრად აქტიური და ენერგიული, შეძლებთ საკუთარ თავზე ინიციატივის აღებას,  ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას და ბევრად ეფექტურად მოქმედებას, ინტუიციის წყალობით კი, აუცილებლად სწორ არჩევანს გააკეთებთ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებთ მატერიალურ მდგომარეობას და სასიკეთო ცვლილებებს შეიტანთ როგორც პირად ისე საქმიან ურთიერთობებში.

 

* მშვილდოსანი – საკმაოდ მშვიდი კვირაა. მართალია, საგრძნობლად მცირდება ენერგოტონუსი, მაგრამ მაინც შეძლებთ იდეების რეალიზაციას, საინტერესო კონტაქტების დამყარებას და იმ წარმატებებით ტკბობას, რასაც თვის მანძილზე აქტიური მუშაობით მიაღწიეთ. თუმცა, ამ კვირაში უმჯობესია თავი შეიკავოთ ზედმეტად სარისკო მოქმედებებისგან, გადაერთეთ ცხოვრების მშციდ რიტმზე და მოემზადეთ ახალი წლის დღესასწაულებისთვის.

 

* თხის რქა – ახლა თქვენი დროა, რადგან მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია! საგრძნობლად გაძლიერედება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ემოციონალური მდგომარეობაც, შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, საკუთარი ცხოვრების, მიმდინარე მოვლენების და გარშემომყოფების მოქმედების გაკონტროლებას. კარგი პერიოდია ბიზნესის გასავითარებლად, პროფესიოანლური წინსვლისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

 

* მერწყული – საკმაოდ სასიკეთო კვირაა. შეძლებთ დიდი ხნის იდეების განხორციელებას, გაიჩენთ ნაცნობობის ახალ წრეს, არაა გამორიცხული მონაწილეობა მიიღოთ თქვენთვის საინტერესო ღონისძიებებში, გაამართლებს რისკიც, რომელიც საკმაოდ პოზიტიურ ცვლილებებს შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში. თუმცა, არ ღირს ზედმეტად გადატვირთვა და საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღება. მაქსიმალურად აკონტროლეთ საკუთარი სულსწრაფობა და გონვრულად გაანაწილეთ ფინანსები, რათა უყაირათოდ ფულის ხარჯვამ არ შეგიქმნათ გაუთვალისწინებელი პრობლემები.

 

* თევზები – მეტად აქტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, საკუთარ ინტუიციაზე დაყრდნობით კი, აუცილებლად სწორ არჩევანს გააკეთებთ და ნებისმიერი თქვენი მოქმედება პოზიტიური შედეგის მომტანი იქნება. მართალია, საკმაოდ კარგი პერიოდია შემოქმედებითი ნიჭის, უნარის მაქსიმალურად გამოსავლენად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მაგრამ გარკვეული პრობლემები შეგექმნებათ სამსახურში, გააქტიურდებიან კონკურენტები და ფარული მტრები, გაძლიერედება ჭორები და ინტრიგები თქვენს ზურგს უკან. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება მიაქციეთ გარშემომყოფებს, რადგან არაა გამორიცხული სწორედ მათ გიღალატონ, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ელით.

 

* გეომაგნიტური დღეები – 25, 26, 27 და 30 დეკემბერი.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები