LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ჩხენკელის სურვილია, ბანაკებში აფხაზი და ოსი მოზარდებიც აქტიურად ჩაერთონ

36

განათლებისა და მეცნიერების მინისტის, მიხეილ ჩხენკელის, განცხადებით, მისი სურვილია, საქართველოსა თუ უცხოეთში ორგანიზებულ ბანაკებში აფხაზი და ოსი მოზარდებიც აქტიურად ჩაერთონ.

ამის შესახებ მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას,  ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით საუბრისას განაცხადა.

უმთავრესი აქცენტი არაფორმალური განათლების განვითარებაზე გაკეთდება. ამ მიზნით სამინისტრო ხელს შეუწყობს ზამთრის და ზაფხულის სამეცნიერო სკოლების საქმიანობას, მეცნიერების პოპულარიზაციასა თუ საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრებში სასწავლო მივლინებებს.

გაიზრდება ახალგაზრდულ და მოსწავლეთა ბანაკებზე ხელმისაწვდომობა. გაძლიერდება ინტელექტუალური კომპონენტი. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ზუსტ და საბუნებისმეტყველო, სახელოვნებო და სპორტულ მიმართულებებსამასთან, ქართველ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, საერთაშორისო ბანაკებში წავიდნენ და საქართველოს  ბანაკებშიც ვუმასპინძლოთ უცხოელ მოსწავლეებს, რაც მოზარდების დამეგობრებას და ახალგაზრდული დიპლომატიის განვითარებას შეუწყობს ხელს,“– განაცხადა ჩხსნკელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები