LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ გიორგაძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა

345

საქართველოს კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი მიხეილ გიორგაძე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროსთან შეერთების შემდეგ გაუქმდა. მიხეილ გიორგაძის პერიოდში კულტურისა და სპორტის მინისტრის კიდევ ორი მოადგილე (შალვა გოგოლაძე და ლევან ხარატიშვილი) გააგრძელებს გაერთიანებულ უწყებაში ასევე მინისტრის მოადგილედ მუშაობას.

გაერთიანებული უწყების მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს 7 მოადგილე ეყოლება: მიხეილ გიორგაძე (პირველი მოადგილე), ლია გიგაური, თეიმურაზ მურღულია, ალექსანდრე თევზაძე, ლევან ხარატიშვილი, შალვა გოგოლაძე და ირინე აბულაძე.

პოპულალურები