LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ გიორგაძე კადრების ოპტიმიზაციას არ გამორიცხავს

47

კულტურისა და სპორტის სამინისტროების გაერთიანების გამო მინისტრი, მიხეილ გიორგაძე, კადრების ოპტიმიზაციას არ გამორიცხავს.  ამის შესახებ მიხეილ გიორგაძემ სამინისტროში ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ორი სამინისტროს გაერთიანების გამო გარკვეული საკადრო ცვლილებები მოხდება, თუმცა იგი ამ მომენტისათვის ვერ აკონკრეტებს, რა პროცენტით შემცირდება კადრები.

როდესაც ორი სამინისტრო ერთიანდება, გარკვეული საკადრო ცვლილებები იქნება. სკულპუროზულად არის გასავლელი ეს საკითხი და, სავარაუდოდ, პარლამენტის მიერ სამინისტროების ახალი ხელმძღვანელების დამტკიცებამდე უკვე გვეცოდინება, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

მიხეილ გიორგაძემ ასევე ისაუბრა გაერთიანებულ სამინისტროში კულტურისა და სპორტის მიმართულებების თანაბარი განვითარების შესაძლებლობებზე. მისივე თქმით, სამინისტროს სტრუქტურა ამ ხედვიდან გამომდინარე ჩამოყალიბდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები