LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ იაშვილს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს – ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

65

ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული, მიხეილ იაშვილი, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

როგორც ადვოკატმა განაცხადა, მიხეილ იაშვილს ბრალს დღეს წარუდგნენ. დაცვის მხარე ელოდება იმ მტკიცებულებების გადმოცემას, რომლის საფუძველზეც ბრალდება მის პოზიციას ამყარებს.

ამასთან, ადვოკატ დავით ცინცქალაძეს ეჭვი ეპარება იმაში ის, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინოს ისეთი სახის მტკიცებულება, რომელიც, მისივე თქმით, ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში მისი დაცვის ქვეშ მყოფის, მიხეილ იაშვილის მონაწილეობას დაადასტურებს.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი .. მშრალ შიმშილობას აცხადებს. ის გუშინ დილიდან არ იღებს არც წყალს, არც საკვებს და არც თამბაქოს. უარს აცხადებს მედიკამენტების მიღებაზეც. ის ამასთანავე პროტესტის ნიშნად უარს ამბობს საქართველოს მოქალაქეობაზე და მის საქმეში სახალხო დამცველი და არასამთავრობო სექტორის ფართო ჩართულობას ითხოვს, – განაცხადა ადვოკატმა, დავით ცინცქალაძემ.

ადვოკატი მიხეილ იაშვილის მიერ მისთვის მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ მოკლულსა და ბრალდებულს შორის არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა.  როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ბრალდებული მიხეილ იაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

სამედიცინო ცნობებში იკითხება, რომ ის არის შრომისუუნარო და საჭიროებს მომვლელს. მას აქვს ფსიქოლოგიური პრობლემებიც. შესაბამისად, ამ გარემოებებზე ჩვენ აუცილებლად გავამახვილებთ ყურადღებას. ასევე გეტყვით, რომ ჯანმრთელობის პრობლება მას მანამდეცქონდა,” – განაცხადა ადვოკატმა.

ცინცქალაძის ცნობით, აღნიშნულ საქმეზე სასამართლო სხდომა სავარაუდოდ ხვალისთვის ჩაინიშნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები