LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ჯანელიძე – აშშ-ს, ბრიტანეთისა და საფრანგეთის სარაკეტო დარტყმები სირიის ქიმიურ იარაღთან დაკავშირებულ ობიექტებზე საჭირო და შესაბამისი პასუხი იყო

101

ამერიკის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის სარაკეტო დარტყმები საჭირო და შესაბამისი პასუხი იყო ქიმიური იარაღით უდანაშაულო მოსახლეობაზე მიტანილ იერიშზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, სირიაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა. ჯანელიძემ სიარიაზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა.

„ამერიკის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის სარაკეტო დარტყმები სირიის ქიმიურ იარაღთან დაკავშირებულ ობიექტებზე იყო საჭირო და შესაბამისი პასუხი ქიმიური იარაღით უდანაშაულო მოსახლეობაზე მიტანილ იერიშზე. ქიმიური იარაღის გამოყენება არის მიუღებელი და დამნაშავეებმა უნდა აგონ პასუხი“, – ნათქვამია მიხეილ ჯანელიძის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.

პოპულალურები