LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ჯანელიძე – ჩვენ ვითვალისწინებთ ყველა იმ წუხილს, რომელიც შეიძლება ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით არსებობდეს

31

ჩვენ ვითვალისწინებთ ყველა იმ წუხილს, რომელიც შეიძლება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ჰქონდეთ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
მიხეილ ჯანელიძის განმარტებით, დღეს ნამდვილად არ არის ის მოცემულობა, როდესაც შეიძლება ამოქმედდეს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი, მაგრამ აუცილებელია საქართველოს მოქალაქეებმა ყურადღება მიაქციონ რიგ რეგულაციებს და არ დაარღვიონ ისინი.
„აუცილებელია, რომ სტატისტიკას, რომლითაც გაიზარდა თავშესაფრის მაძიებლები, ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ. სწორედ ამისთვის გაიმართა პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წევრების სპეციალური შეხვედრა, სადაც განვიხილეთ კონკრეტული გეგმები, რომელიც უკავშირდება პირველ რიგში ჩვენი მოსახლეობის ინფორმირებულობას, თუ რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული მათი არალეგალური ვიზიტები ევროკავშირში და ასევე თავშესაფრის არაკანონიერი მოთხოვნები. ამით ისინი ფინანსურ ზიანსაც იღებენ და ასევე სხვა პრობლემებთანაც არის დაკავშირებული მსგავსი ქმედებები. ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებით, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან ორგანიზებული დანაშაულის სფეროში, ასევე ვიმუშავებთ შიდა მექანიზმებზე, რათა არ მოხდეს მთელი რიგი დარღვევები“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
აღნიშნული კომენტარი მიხეილ ჯანელიძემ გუდაურში, ჟურნალისტებთან გააკეთა, სადაც დიპლომატების სათხილამურო შეჯიბრი მიმდინარეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები