LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ჯანელიძე: “ვგმობთ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის ოკუპაციას და ანექსიას”

36

ჩვენ მკაცრად ვგმობთ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის ოკუპაციას და ანექსიას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ თავის უკრაინელ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოსა და უკრაინას მსგავსი პრობლემები და გამოწვევები გააჩნიათ.

“ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო და აღიარებულ ფარგლებში. , ისევე, როგორც რუსეთის ფედერაციის აგრესიულ და უკანონო ქმედებებს უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ უკრაინასთან თანამშრომლობას და მის მტკიცე მხარდაჭერას. ასევე, გამოვთქვამთ მზადყოფნას, უკრაინას გავუზიაროთ ოკუპირებული ტერიტორიების თემატიკაზე არსებული ქართული გამოცდილება”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები