LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ჯანელიძე Yandex Taxi-ზე:”საქართველოში ბიზნესი თავისუფალია ყველასთვის”

136

“თუ რომელიმე კომპანია საქართველოს კანონმდებლობას არღვევს, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ტაქსების რუსულ კომპანია “იანდექსის” საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც შესაძლოა „ოკუპაციის შესახებ“ კანონს არღვევდეს.

როგორც ჯანელიძემ განმარტა, საქართველოში ბიზნესგარემო და ბიზნესი თავისუფალია ყველა კომპანიისთვის, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის დაცვით მოქმედებს და მათ შორის რუსული ბიზნესისთვის.

“თუ არსებობს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ. საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ფაქტებს არ იძიებს”,- განაცხადა ჯანელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები