LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ჯანელიძემ პოლონეთის ახლადდანიშნული ელჩი მიიღო

96

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ  პოლონეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნული ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი მიიღო. ელჩთან  შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

შეხვედრის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს  ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სხვადასხვა ფორმატში მიმდინარე ნაყოფიერ თანამშრომლობაზე.  მიხეილ ჯანელიძემ კმაყოფილებით აღნიშნა პოლონეთის განსაკუთრებული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის  მიმართ.  ხაზი გაესვა საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევის გზაზე, პოლონეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

მარიუშ მაშკიევიჩმა დაადასტურა პოლონეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და აღნიშნა, რომ იგი მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ორი ქვეყნის წარმატებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. მიხეილ ჯანელიძემ პოლონეთის ელჩს წარმატება უსურვა მის მომავალ საქმიანობაში.