LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ რამიშვილი მეუფე იაკობისგან მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 20 ათას ლარს ითხოვს

43

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი, მეუფე იაკობისგან მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 20 ათას ლარს ითხოვს.

მიხეილ რამიშვილი სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს.

საქმე მეუფე იაკობის მიერ ერთ-ერთ ტელეეთერში გაჟღერებულ განცხადებას ეხება, სადაც მეუფემ ადვოკატს, როგორც გირგვლიანების, ასევე დეკანოზის საქმეში “ჩანერგილი აგენტი” უწოდა.

„ჩემს სარჩელს ერთვის წერილობითი განცხადებები გირგვლიანების და ასევე ჩემი კოლეგის, შალვა შავგულიძის, მიერ ერთ-ერთ ეთერში გაკეთებული განცხადება, სადაც ის საუბრობს, თუ რა წვლილი მიმიძღვოდა ამ საქმეში. სარჩელით ვითხოვ ამ განცხადების უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას 20 ათასი ლარის ოდენობით. თუმცა, საბოლოოდ სასამართლო დაადგენს, თუ რა დაეკისრება მეუფე იაკობს,“  – აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები