LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველო და უკრაინა მის წინააღმდეგ შეთანხმებულად მოქმედებენ

26

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველო და უკრაინა მის წინააღმდეგ შეთანხმებულად მოქმედებენ.

„ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ პოროშენკოსა და ივანიშვილს შორის შეთანხმება არსებობს. ისინი ჯერ მაშანტაჟებენ და მაშინებენ. ამბობენ, რომ თუ უკრაინაში ჩავალ, ციხეში აღმოვჩნდები იმ ბრალდებებით, რომლებსაც არავინ სცნობს“, – განაცხადა სააკაშვილმა ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მის დასახვედრად, 10 სექტემბერს ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ძალის წარმომადგენლის ჩასვლა იგეგმება.

ერთ-ერთი უკრაინული არხის ეთერში ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა განაცხადა, რომ პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე მოსალოდნელი პროვოკაციების არ ეშინია.

წამყვანი დაინტერესდა, თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მართლაც გახსნიან ცეცხლს საზღვარზე, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა, რომ ის უკრაინაში თავის 11 წლის შვილთან ერთად ბრუნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები