LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი აგვისტოს ომის გაჩაღებისთვის უნდა დაისაჯოს – ნინო ბურჯანაძე

115

“საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოში „სამხრეთ ოსეთის“ წინააღმდეგ ომის გაჩაღებისთვის უნდა დაისაჯოს, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობების დალაგება,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

ბურჯანაძის თქმით, „2008 წლის აგვისტოში შეშლილი სააკაშვილის ქმედებები სახელმწიფო და ადამიანური ტრაგედიის მიზეზი გახდა“.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ის დამნაშავეა და ამისთვის უნდა დაისაჯოს. თუ ჩვენ აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობების დალაგება გვსურს, მათ უნდა ესმოდეთ, რომ ნებისმიერი ასეთი პროვოკაცია და ტრაგიკული შეცდომა იქნება დასჯილი და მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხდება მშვიდობის ხიდების აღდგენა. ამიტომ ვითხოვდი, რომ საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ აღადგინოს სამართლიანობა და აღძრას საქმეები არა სააკაშვილის პიჯაკებზე, არამედ აგვისტოს ომზე,“ – განაცხადა ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძე ფიქრობს, რომ ომის დაწყების გადაწყვეტილებისკენ სააკაშვილს აშშ-მა უბიძგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები