LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი დააკავეს

17

მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა.  თუმცა, დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ამის შესახებ ინფორმაციას მისი თანაგუნდელი, დავით საყვარელიძე “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

უკრაინის გენერალური პროკურორი, იური ლუცენკო, სააკაშვილის დაკავებას ადასტურებს.

„ძებნის შესახებ დადგენილების მიხედვით, ნაციონალური პოლიციის თანამშრომლებმა დაადგინეს მიხეილ სააკაშვილის ადგილსამყოფელი ქალაქ კიევის ოტრადნაიას ქუჩაზე და დააკავეს ის. ის დროებითი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. დაგეგმილია საგამოძიებო მოქმედებები და მიმართვა სასამართლოში აღკვეთის ღონისძიებისთვის,“ – დაწერა იური ლუცენკომ „ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ სააკაშვილის დაკავება ჯერ კიდევ  5 დეკემბერს სცადეს, თუმცა,  ამის საშუალება მისმა თანაგუნდელებმა არ  მისცეს. მოგვიანებით სააკაშვილზე ძებნა გამოცხადდა.

 

https://www.facebook.com/davit.sakvarelidze/posts/10155068275760233?pnref=story

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები